logo_geo
ჯამბულ გამცემლიძე: ამ ფაქტმა ნათელი მოჰფინა საქმის ვითარებას და ვიმედოვნებ...
- +

17 თებერვალი. 2018. 20:20




„ასეთი დაბნეული ჩემი თავი არ მახსოვს. თითქოს სუნთქვაც შემიჩერდა და რა დავწერო არ ვიცი", - ასე ეხმაურება მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე  თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის განცხადებას სოციალურ ქსელში:


„ქალაქის სამმართველოს კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ ბაქრაძე აღიარებს დანაშაულს და ამხელს ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილას იარაღის მიტანის ფაქტს, ამხელს ამ ფაქტის უშუალო შემოქმედ მიქაძეს და დონაძეს, აღიარებს თავის დანაშაულს... ფაქტმა უკვე ნათელი მოჰფინა საქმის ვითარებას იმ დროისათვის და ვიმედოვნებ, ახლა უკვე სათანადოდ დაისჯებიან ის ჯალათები და მიშას ბანდის წევრები, ვინც ასე უმოწყალოდ ხოცავდა ჩვენს შვილებს ქუჩაში და აყალბებდა გამოძიებას, დიდება უფალს...

 

მინდა კიდევ ერთხელ სამძიმარი ვუთხრა ბუტას მშობლებს. ეს ფაქტი მათთვის არავითარი ნუგეში არ არის, მაგრამ ის, რომ დამნაშავეები დაისჯებიან, მათთვის იქნება აღიარება იმისა, რომ მათი პირტიტველა ბიჭი ის კი არ იყო რასაც „რუსთავი 2" აცხადებდა, არამედ იყო საუკეთესო შვილი, რომელსაც სიცოცხლე წაართვეს გარეწრებმა", - წერს ჯამბულ გამცემლიძე.


ცნობისთვის, ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა, თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ „პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა „დღის თემისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩაიდინა დანაშაული და მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის გაყალბებაში.


„შემთხვევის ადგილი არის მთლიანად გაყალბებული. ფირი, რომელიც ტრიალებს ამდენი ხნის განმავლობაში, არის აბსურდული, ეს არის მონტაჟი. ალბათ, ყველას აინტერესებს, სად არის ნამდვილი ფირი. მე გეტყვით, სადაც არის ეს ფირი. ეს არის გურამ დონაძესთან. მარტო საზოგადოების გასაგონად არა, გამოძიების გასაგონადაც ვამბობ, ეს ფირი არსებობს გურამ დონაძესთან და მე ამ ფირით მთელი 8 თვის განმავლობაში განვიცდი შანტაჟს და ზეწოლას", - განაცხადა ზურაბ ბაქრაძემ.



ზურაბ ბაქრაძემ 2004 წლის 23 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დღე გაიხსენა და დეტალებზე ისაუბრა.


„შემთხვევის ადგილზე მისვლისას გამიჩნდა ლოგიკური შეკითხვა, თუ რა მოხდა შემთხვევის ადგილზე, რაზეც საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს მაშინდელმა უფროსმა ზურაბ მიქაძემ, რომელიც დღეს ჩემთან ერთად არის ბრალდებული, ამიხსნა, რომ გააჩერეს ავტომანქანა, მათ შორის მოხდა სულ მცირე შელაპარაკება, პატრულმა ჩათვალა სახიფათოდ და გამოიძახა ჯგუფი, მოდის მეორე ჯგუფი, როგორც შემდგომ გაირკვა, ეს იყო ბაშალეიშვილი, გადმოდის მანქანიდან და ახდენს უმისამართოდ გასროლას - როგორც მაშინ გაირკვა, გაუვარდა იარაღი და ხდება ადამიანის დაჭრა. აი, ეს რაც მე მიქაძემ ამიხსნა. მე მას ამის შემდეგ ვუთხარი კიდეც, რომ გასაგებია, ფაქტი მოხდა, დანაშაული გახსნილია, აქაა ბაშალეიშვილი, დააკავეთ და დაიწყოს გამომძიებელმა მუშაობა. მე მივიღე ძალიან უცნაური პასუხი მაშინ და ამას ესწრებოდა ყველა ხელმძღვანელი მუშაკი", - განაცხადა ბაქრაძემ.




 

big_banner
არქივი