logo_geo
„დოდო გუგეშაშვილი შვილის მკვლელობისთვის შურს იძიებს“ - ლელა კაკულიას მორიგი წინასწარმეტყველება
- +

18 თებერვალი. 2018. 02:14





„დოდო გუგეშაშვილი შვილის მკვლელობისთვის შურს თვითონ იძიებს", - აღნიშნული სიტყვები ქართველ წინასწარმეტყველ ლელა კაკულიას ეკუთვნის, რომელიც მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.


როგორც კაკულია წინასწარმეტყველებს, გუგეშაშვილი მკვლელს თავად გაუსწორდება.

 

„დოდო გუგეშაშვილი შვილის მკვლელობისთვის შურს თვითონ იძიებს, მკვლელს თვითონ გაუსწორდება. ასეთია ეს ქალი", - წინასწარმეტყველებს კაკულია.


გარდა ამისა, კაკულია სხვა აქტუალურ თემებსაც ეხება და ამტკიცებს, რომ მცირეწლოვანი დამნაშავეების მიერ დაზარალებული ბიზნესმენები ბავშვებს ფიზიკურად გაუსწორდებიან.

 

„არასრულწლოვან დამნაშავეებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას დიდი ყურადღება მართებს.

 

ფრთხილად! ვხედავ, მცირეწლოვანი დამნაშავეების მიერ დაზარალებული ბიზნესმენები ბავშვებს ფიზიკურად გაუსწორდებიან. ეს დაუშვებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ასე მოხდება.

 

ესროლო არასრულწლოვანს და ფიზიკურად გაუსწორდე - ამას ახსნა არ აქვს, მაგრამ ვხედავ, მომავალში ასე მოხდება", - წერს კაკულია.

 

რაც შეეხება კრიპტოვალუტის თემას, კაკულია ამბობს, რომ ბოლოს ხალხი იტყვის, რომ ეს საუკუნის აფიორაა.


„პირველ ეტაპზე ვირტუალური ვალუტა თითქოს ძალას იკრებს, მაგრამ მერე თანდათან მიინავლება და საბოლოოდ გაქრება.

 

ამით დაზარალებული და თანაც სერიოზულად დაზარალებული ბევრი დარჩება", - წინასწარმეტყველებს კაკულია.

 

 


 

big_banner
არქივი