logo_geo
გია მაისაშვილს მხოლოდ სამშობლოში დაბრუნება უნდა
- +

20 თებერვალი. 2018. 10:57



გია მაისაშვილის მეგობრები „ფეისბუქზე" მიმართვას ავრცელებენ:

 

საქართველოს პრეზიდენტს, ბ-ონ გიორგი მარგველაშვილს! საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბ-ონ გიორგი კვირიკაშვილს! საგარეო საქმეთა სამინისტროს! ელექტრონულ მედიას! გაზეთების რედაქციებს!

 

პატივცემულო ბატონებო! საქართველოში დიდად დაფასებული მამულიშვილი, ეროვნული მოძრაობის ვეტერანი და საზოგადო მოღვაწე გია მაისაშვილს, რომელიც მკურნალობდა კალიფორნიის შტატის სტენფორდის უნივერსიტეტის კლინიკაში, ავადმყოფობის გართულების შედეგად მდგომარეობა კრიტიკულ ნიშნულამდე დაუმძიმდა. იგი დიდი ხანია, ებრძვის ვერაგ სიმსივნურ ავადმყოფობას, მაგრამ როგორც აღვნიშნავ, საბოლოოდ, წარუმატებელი აღმოჩნდა. უმორჩილესად გთხოვთ, მოხდეს გია მაისაშვილის კალიფორნიის შტატიდან საქართველოში გადმოყვანა ოპერატიულად, რათა საკუთარ სამშობლოში შეძლოს ნუგეშის მიღება (სხვა აზრის გატარება არ მინდა). საქართველოში, ვისაც კანონით დახმარებისათვის ხელეწიფებოდა, ყველა განზე იყო გამდგარი. მიუხედავად საქმის კურსში ყოფნისა, არც ჯანმრთელობის სამინისტროს გაუწვდია საკმარისად დახმარების ხელი. ოჯახის ფინანსური და მატერიალური შესაძლებლობა ამოწურულია. გია მაისაშვილი ღირსია იმისა, რომ სახელმწიფომ, ხელისუფლებამ თავის თავზე აიღოს მისი სამშობლოში სასწრაფოდ გადმოყვანის მეტად საშური საქმე. გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება", - ნათქვამია მიმართვაში.


 

 

 

 

big_banner
არქივი