logo_geo
მარიკა ბაკურაძე: ასეთი ვარსკვლავთბიჭი გვყავს ჩვენ!
- +

20 თებერვალი. 2018. 22:03



ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რაის „ჰოლივუდები" და „თვაილაითის" ბიჭები და წითელი ხალიჩები, როცა ასეთი ვარსკვლავთბიჭი გვყავს ჩვენ!

ირაკლი კვირიკაძე - european shooting star 2018" , - წერს ბაკურაძე.

 

 

რეზო გიგინეიშვილის ფილმ „მძევლებში" გეგა კობახიძის როლის შემსრულებელ ირაკლი კვირიკაძეს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ათ სხვა მსახიობთან ერთად, ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადასცეს.


კვირიკაძესთან ერთად ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადაეცათ: ეილი ჰარბოს ნორვეგიიდან, ალბა აუგუსტს შვედეთიდან, ფრანც როგორვსკის გერმანიიდან, რეკა ტენკის უნგრეთიდან, მატილდა დე ანჯელის იტალიიდან, მატეო სიმონს ბელგიიდან, იონას სმულდერსს ნიდერლანდიდან და ლუნა ვედლერს შვეიცარიიდან.


„მძევლები" დიდ ეკრანებზე 2017 წელს გამოვიდა.


 

 

 

 

big_banner
არქივი