logo_geo
გვანცა ნიკოლეიშვილი: კარგი რაღაცეებიც ხდება!
- +

21 თებერვალი. 2018. 23:18



Facebook-მომხმარებელი გვანცა ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:


„მივდიოდი ნატახტარიდან თბილისში, გზაში დამირეკეს სამსახურის საქმეზე გვერდით გადავაყენე დიდხანს ვესაუბრებოდი და დასრულების შემდეგ დაქოქვა რომ ვცადე „აკუმლიატორი" დამიჯდა.

გამოიარა პატრულმა, გააჩერა და მკითხა - რამით ხომ არ შეეძლო დახმარება. მე ვუთხარი ჩემი გასაჭირი...

 

წავიდნენ იპოვეს ადამიანი ვისაც ჰქონდა „პერემიჩკები", მოიყვანეს დამაქოქინეს და კეთილი მგზავრობა მისურვეს.

 

#მორალი - კარგი რაღაცეებიც ხდება", - წერს გვანცა ნიკოლეიშვილი.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი