logo_geo
59 წლის ასაკში თავი მოიკლა...
- +

23 თებერვალი. 2018. 12:09




„მწერლისთვის საბედისწეროა, იყო უბრალოდ ქალი ან კაცი. მას ორივე ბუნება უნდა ჰქონდეს", - წერდა ინგლისელი მწერალი ვირჯინია ვულფი.

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს მისი ბიოგრაფიიდან:

ვულფი XX საუკუნის მოდერნისტული ლიტერატურის მოწინავე ფიგურად ითვლება;

ეკუთვნის ისეთი ცნობილი მოთხრობები, როგორიცაა „სახლი მოჩვენებებით", „გზა შუქურისკენ", „მისის დოლოვეი" და სხვა...

პირველი სტრესი, რომლის დაძლევაც გაუჭირდა, 13 წლის ასაკში, დედის გარდაცვალების შემდეგ მიიღო. პირველი თვითმკვლელობა კი ძმის გარდაცვალების შემდეგ სცადა;

სისტემატურად წერდა ჟურნალ „თაიმსისთვის";

უყვარდა ცხოველები. ჰყავდა მაიმუნი, სახელად მიტზი.

მისი ქორწინება მეუღლესთან ურთიერთპატივისცემის და ემოციური მხარდაჭერის მაგალითი იყო, სექსუალური ურთიერთობები მინიმუმამდე იყო დაყვანილი;

მეუღლესთან ერთად დააარსა „ჰოგარტ პრესი" - გამომცემლობა, სადაც მისი რომანების გარდა, სხვა მწერლების ნაწარმოებებიც იბეჭდებოდა;

59 წლის ასაკში თავი მოიკლა, თუმცა ქმრისთვის დატოვებულ წერილში წერდა: „არ მგონია, ორ ადამიანს იმაზე ბედნიერად შეეძლოს ყოფნა, ვიდრე ჩვენ ვიყავით. შენ ზრუნავდი ჩემზე, იყავი მომთმენი, ჩემი ბედნიერება სწორედ შენი დამსახურება იყო..."





 

big_banner
არქივი