logo_geo
გიორგი უძილაური: პრემიერის განცხადება უმნიშვნელოვანესია - ბრავო!
- +

25 თებერვალი. 2018. 20:35



ჟურნალისტი გიორგი უძილაური იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.


„პრემიერის განცხადება მოსამართლეებზე არის წელს გაკეთებული პოლიტიკური განცხადებებიდან უმნიშვნელოვანესი. ის საუბრობს არა მხოლოდ კონკრეტულად დისკრედიტირებულ მოსამართლეებზე, არამედ მმართველი პარტიის მორალურ პასუხისმგებლობაზე ამომრჩევლის წინაშე, სამართლიანობასა და ღირებულებებზე. ბრავო!

 

P.S. მმართველი პარტიის ბევრმა ჩინოსანმა ცხვირი აიბზუა, როცა „ოცნების" იმავე პრობლემაზე გავამახვილე ყურადღება, საინტერესოა, ახლა რას იტყვიან, როცა იმავეს პრემიერი ამბობს", - წერს უძილაური.


აქვე, გთავაზობთ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას:


„დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 44 მოსამართლე უვადოდ გაამწესა. რამდენიმე მოსამართლესთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საზოგადობაში გააჩინა კითხვები და ეს კითხვები არის ჩვენს გუნდშიც.

 

მათ შორის, მძიმეა რეაქცია სულხან მოლაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლის მანუჩარ კაპანაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით.

 

ვფიქრობ, აუცილებელია და ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კითხვებს გაეცეს დასაბუთებული, საჯარო პასუხი.

 

სამართლიანობის განცდა არის საფუძველთა საფუძველი, რომელზეც შენდება დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფო.

 

რა თქმა უნდა, ყველა აცნობიერებს, რომ ინსტიტუციონალური გადაწყვეტილებები ყოველთვის თანხვედრაში ვერ იქნება საჯარო აღქმებთან, თუმცა, არსებობს განსაკუთრებული შემთხვევები, რომლებიც ღირებულებებს ეხება და მთელ ერს აერთიანებს. სწორედ ღირებულებებისთვის ბრძოლამ გააერთიანა ჩვენი ერი და ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მოიპოვა გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ".

 

ჩვენ ვალდებულნი ვართ, ამ მიღწევას გავუფრთხილდეთ და არავითარ შემთხვევაში არ დავტოვოთ უპასუხოდ საზოგადოების კითხვები, რომლებიც აბსოლუტურად ლეგიტიმურია.

 

იმედი მაქვს, რომ „ქართული ოცნება" საკუთარ თავში იპოვის ძალას, რომელიც მისცემს საშუალებას ჩვენს ქვეყანას, განამტკიცოს ის მონაპოვარი, რომელიც მოგვიტანა რამდენიმეწლიანმა ბრძოლამ და 2012 წელმა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

big_banner
არქივი