logo_geo
1932 წლის 27 თებერვალს ელიზაბეტ ტეილორი დაიბადა
- +

27 თებერვალი. 2018. 14:16



„სწორედ ამ დღეს, 1932 წლის 27 თებერვალს, სხვათაშორის ლონდონში, დაიბადა ბრიტანეთის იმპერიის ორდენ „დამა -კომანდორის" ლაურეატი, სამგზის „ოსკაროსანი" კლეოპატრა, ქალბატონი ელიზაბეტ ტეილორი..." - ამის შესახებ ლელა ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:


„ძალიან დილა მშვიდობის!

 

სწორედ ამ დღეს, 1932 წლის 27 თებერვალს, სხვათაშორის ლონდონში, დაიბადა ბრიტანეთის იმპერიის ორდენ „დამა -კომანდორის" ლაურეატი, სამგზის „ოსკაროსანი" კლეოპატრა, ქალბატონი ელიზაბეტ ტეილორი...

 

ელიზაბეტ ტეილორი ოფიციალურად იყო გათხოვილი 9-ჯერ. მისი ბოლო მეუღლე მასზე 29 წლით ახალგაზრდა იყო... მაგრამ სულ სხვა იყო რიჩარდ ბარტონი, რომელსაც ის 2-ჯერ გაჰყვა ცოლად...

თუმცა, ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა...

 

ეს ის ქალბატონი გახლდათ, ვისი ფინანსური შემოსავალი 1963 წელს შეადგენდა 2,3 მილიონ დოლარს და ამ დროს „საცოდავი" ჯონ კენედი სულ რაღაც 150 ათასს დოლარს იღებდა...

ერთი საინტერესო ისტორია - ამბობენ, რომ 1960 წელს კინოაკადემიკოსებმა ტეილორს „ოსკარი" თანაგრძნობის გამო მისცეს... მან გაიკეთა ოპერაცია, უცნაური სახელით - ტრაქეოსტომია... ჰოდა, ამ დროს „ოსკარის" მთავარი ნომინანტი იყო შირლი მაკლეინი, რომელმაც ბევრი წლის შემდეგ განაცხადა - „მე ტრაქეოსტომიას ვერ მოვუგეო"...

კარგია და მიხარია, თუ იცით, მე მართლა არ ვიცოდი, რომ 1989 წელს მულტსერიალში „სიმფსონები" ელიზაბეტ ტეილორი ახმოვანებდა მის მიერ შექმნილ გმირ - მეგი სიმფსონს...

და იცით, კიდევ რა კარგი მანდილოსანი იყო..

შიდსთან ბრძოლასთან დაკავშირებულ აუქციონზე გაყიდა ბრილიანტის ის უნიკალური ბეჭედი, რიჩარდ ბარტონმა რომ აჩუქა.

თანაც ონასისს რომ ცხვირწინ ააცალა, მას ჟაკლინისთვის რომ არ ეყიდა...

ერთხელ ელიზაბეტმა თქვა - „მე ყოველთვის იმ მამაკაცებთან ვიყავი, რომლებიც ჩემი ქმრები იყვნენ, სხვა არავინ არ მყოლია... ბევრი ქალია, ვინც ამით დაიტრაბახებს?"

 

სინამდვილეში კი ელიზაბეტ ტეილორი ასე „კლეოპატრობდა" სამ შვილიშვილს (იხილეთ ფოტო)

ხომ მაგარი და კარგი გოგო ვარ, ეს ფოტო რომ გამოვქექე?" - წერს ანჯაფარიძე.



 

big_banner
არქივი