logo_geo
გია გაბრიჭიძე: 48 მილიონის დედაც...
- +

1 მარტი. 2018. 00:28



ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„დღეს მგონი ის ტიპი გაამართლეს, ვისი მერობის პერიოდში ფასადური „რემონტები", უაზრო მშენებლობები, ქალაქის გაუბედურება და სხვა მრავალი უბედურება სრული მასშტაბურობით დაიწყო?

48 მილიონის დედაც...

ახლა ვაკონკრეტებ: ცხადია უგულავას არ ჩაუსვამს ის შუშები, ცხადია უგულავა არ იდგა ქაფჩით და ხერხით ხელში მშენებლობების ადგილას (ეგეც იყო, ოღონდ წინასაარჩევნოდ), ცხადია უგულავა ვერ გაეკიდებოდა მუშებს, უსაფრთხოების ნორმები დაიცავითო, მაგრამ უგულავას ხელდასმით კეთდებოდა „ჩამოხეული" პლეხანოვი, უგულავას ხელდასმით დაკანონდა ქალაქის „განვითარება", უგულავას ხელდასმით არის ქალაქის სრული დამახინჯება, განადგურება და მოქალაქეების სიცოცხლისთვის საშიშროების შემქმნელი პირობების დაკანონება.

ცხადია, იმ უბედურებას, რაც დღეს მოხდა, უგულავას არ ვაბრალებ და ვერც დავაბრალებ, მაგრამ მან პასუხი უნდა აგოს (თუნდაც მორალური) იმ გამანადგურებელი სისტემის ჩამოყალიბებისთვის, რაც დღეს თბილისშია.

რაც შეეხება „მოსამართლეებს" და მთელს „იუსტიციის საბჭოს", ეგენი „მიშა მაგარიას" საუნდის ფონზე, ფეხით უნდა ატარო ყველა მშენებლობის ქვეშ", - წერს გაბრიჭიძე. 


 

 

 

 

big_banner
არქივი