საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პრეს-სპიკერი, ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, ტელეეკრანს უბრუნდება.
„გილოცავთ ახალ წელს და შევხვდებით მომავალ ხუთშაბათს", - წერს მანჯგალაძე facebook-ის პირად გვერდზე.
მანანა მანჯგალაძე ტელეკომპანია „პირველზე" გადაცემას - „საქმიანები" წაიყვანს. გადაცემა ეთერში ყოველ ხუთშაბათს გავა. „საქმიანები" BMG-ის ტელეპროექტია.