logo_geo
ირაკლი შონია: ამ ბიჭების დავიწყება შეუძლებელია!
- +

1 მარტი. 2018. 19:29




ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ზოგისთვის უკვე შორეული წარსული და გახსენება ტკივილიანი, ზოგისთვის როგორც გუშინდელი დღე უკიდეგანო სევდით... ჩემთვის? ჩემთვის აწმყო შობილი წარსულისაგან და მშობელი მომავლისა, როგორც ილიას უკვდავი ნააზრევი... ცხოვრება, ცხადია, გრძელდება, კონკრეტული მოვლენაც შეიძლება გაუფერულდეს, მაგრამ... სამშობლოსთვის თავგანწირული ადამიანების დავიწყება შეუძლებელია! ყოველ შემთხევაში ჩემთვის! დიდი მოყვარული ვარ ფოტოების გადაღების და ზოგადად ფოტომატიანის შექმნის, მაგრამ ფოტოზე ასახული თითოეული ადამიანის სახის ნაკვთებს, დაჭერილ მიმიკას და გამომეტყველებას ყოველთვის ვაკვირდებოდი და 90-იანი ქარიშხლიანი წლების ფოტოებს რომ ვაკვირდები, საოცარი ნათელი და ამაღლებული განწყობის სახეებს ვაფიქსირებ, ისეთივე შემართების, როგორიც იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა! ასეა ამ ფოტოზეც, სევდიან ფოტოზე...ზუგდიდის ისტორიულ ტრიბუნაზე გადაღებული და შეჩერებული მღელვარე კადრი და მაშინდელი ახალგაზრდობა... ამ ფოტოზე მყოფი ახალგაზრდებიდან დღეს აღარავინაა ცოცხალი და თითქოს, იმ ნათელ წლებთან ერთად, მათაც ჩაიქროლეს როგორც კაშკაშა მეტეორებმა, რომელთაც ცოტა ხნით, მაგრამ მაინც შესძლეს წყვდიადის განათება! არა, ამ ბიჭების დავიწყება შეუძლებელია!

 

თბილისში განვითარებულ ეროვნული მოძრაობის ეპიცენტრს, საქართველოს სხვა ქალაქებთან ერთად ზუგდიდმაც პირველმა ფეხი აუწყო ბრძოლით მოსაპოვებელი თავისუფლების სიოს!... და ისევ შეჩერებული კადრები და ისტორიული ფოტომატიანე...

აუსტერლიცი ზუგდიდი!

ვატერლოო ზუგდიდი!" - წერს შონია.




 

big_banner
არქივი