logo_geo
ზვიად კვაჭანტირაძე: ძალიან საწყენი ამბავი ოზურგეთიდან...
- +

2 მარტი. 2018. 23:05


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„ძალიან საწყენი ამბავი ოზურგეთიდან.

იური ჯიჯიეშვილი გარდაიცვალა. ბრწყინვალე მსახიობი. ჩემი თაობის მეგობარი. ღონისძიება არ ტარდებოდა იურას გარეშე... ძალიან მიყვარდა და პატივს ვცემდი ამ ბრწყინვალე ადამიანს... იგი იყო თავისი თაობის ერთ-ერთი უსაყვარლესი სახე. ქალაქის სიამაყე. მასთან ურთიერთობა დღესასწაული იყო... ნათელი დაადგეს მის სულს.

ვუსამძიმრებ ჩვენი იურის ოჯახს და ახლობლებს, ისევე, როგორც მთელს ოზურგეთს", - წერს კვაჭანტირაძე.


 


 

big_banner
არქივი