logo_geo
გია ნოდია: „ნაციონალურ მოძრაობას“ წყალი მიხეილ სააკაშვილმა შეუყენა
- +

23 დეკემბერი. 2016. 12:45


„ნაციონალურ მოძრაობას" წყალი მისმა დამფუძნებელმა, მიხეილ სააკაშვილმა შეუყენა", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი გია ნოდია წერს.


„ნაციონალურმა მოძრაობამ" ბოლო არჩევნები წააგო, ის ისევ დარჩა პრაქტიკულად ერთადერთ ოპოზიციურ ძალად და „ქართული ოცნების" მთავარ და რეალურ საფრთხედ.

 

ამ დროს შველა მოულოდნელი მხრიდან მოვიდა: „ნაციონალურ მოძრაობას" წყალი მისმა დამფუძნებელმა, მიხეილ სააკაშვილმა შეუყენა. არ ვიცი, როგორ ჩატარდება და რით დამთავრდება ყრილობა, მაგრამ დიდი ალბათობით, ეს იქნება ნაბიჯი პარტიის არსებითი დასუსტებისა და შესაძლოა, მარგინალიზაციისკენ.

 

ვაღიარებ, რომ არ ველოდი მოვლენების ასეთ განვითარებას. ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა, არა მხოლოდ პარტიისთვის, ან მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მემკვიდრეობისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც", - წერს ნოდია.

 

 


 

big_banner
არქივი