logo_geo
ოთარ კახიძე: მიშას შეეძლო დაპირისპირება დაესრულებინა, თუკი...
- +

23 დეკემბერი. 2016. 14:07



„ნაციონალურ მოძრაობაში" პარტიული დაპირისპირება მიშამ წამოიწყო", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ოთარ კახიძე პარტიაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას აცხადებს.


კახიძის თქმით, მეგობრები ხშირად ურჩევენ ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს, თუმცა აფიქსირებს იმ არგუმენტებს, რომელიც სწორად და მიზანშეწონილად მიაჩნია. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ამის გამო რადიკალებმა სამიზნედ აირჩიეს.


„მინდა რადიკალები გავაწბილო - უსაგნო და ინტელექტისგან დაცლილი ლანძღვა-გინებისადმი სრულიად გულგრილი ვარ, ხოლო ცივილური დისკუსიისთვის კი ყოველთვის გახსნილი, ამიტომ ამაოდ შვრებიან.

 

პარტიის შიგნით მიმდინარე დაპირისპირებაში ახალაიების ფლანგსა და ბაქრაძე-ბოკერიას ფლანგს შორის, სამწუხაროდ, მიშამ პირველ ჯგუფზე გააკეთა ფსონი. ეს ჯგუფი ელექტორალურად უპერსპექტივოა და უსიტყვო მორჩილებისა და მიშას "უპირობო ლიდერად" აღიარების ფონზე იყენებენ მის ავტორიტეტს, ხოლო მიშა, თავის მხრივ, მათ იყენებს "ყოფილ თანამებრძოლთა" პარტიიდან განკვეთის მიზნით. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურია და იგი არავის უჭირავს, შესაბამისად, გაუგებარია, რატომ არის ასეთი პრინციპული მიშასთვის ამ პოსტის "შენახვა". განა მისი ლიდერობა ცარიელ სკამზეა მიბმული? როგორ შეიძლება პოსტიდან გადააყენო ის, ვისაც ეს პოსტი არ უკავია? პარტიული დაპირისპირება მიშამ წამოიწყო პარლამენტში შესვლისა და მეორე ტურების ბოიკოტის იდეით, რასაც უჭერდა მხარს ახალაიების ფლანგი. შემდგომ ეს კიდევ უფრო გამწვავდა და უკვე მძიმე ფორმა მიიღო. არადა, მიშას მარტივად შეეძლო ეს დაპირისპირება დაესრულებინა, თუკი შეწყვეტდა ივანიშვილთან გარიგებაში თანამებრძოლების დადანაშაულებას და მათ მოხსენიებას "ყოფილ თანამებრძოლებად", ახირებულ ბლანჟეიანებად და პეროიანებად. თავად შეეძლო დაესახელებინა თავმჯდომარის კანდიდატურა, რითაც გაიზრდებოდა ყრილობის პოლიტიკური ლეგიტიმაცია, იქნებოდნენ სხვა კანდიდატებიც, ჩატარდებოდა კენჭისყრა და პარტია გადადგამდა მორიგ ნაბიჯს წინ, დემოკრატიული განვითარებისკენ", - წერს ოთარ კახიძე საკუთარ facebook გვერდზე.


 


 

big_banner
არქივი