logo_geo
ვასილ მაღლაფერიძე: ღორების აღრიცხვაზე სიცილი, იცოცხლე, კარგი იქნებოდა...
- +

23 დეკემბერი. 2016. 14:07

პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს:

 


„ღორების აღრიცხვაზე სიცილი, იცოცხლე, კარგი იქნებოდა, ერთი ძველი ქართული ანდაზა რომ არ გვახსენებდეს, რომ ბოლოს ყველა აღარ არის ხოლმე სიცილის ხასიათზე. 


ნამეტანი დიდ რისკებთან არის დაკავშირებული ღორის ხორცი და მრავალმხრივ საფუძვლიან შემოწმებას მოითხოვს, რასაც რიგითი მომხმარებელი ვერ შეძლებს. ფარშის გასინჯვა კი არა, კანთან შეხებაც შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს ჯანმრთელობისთვის და ამ რისკებს ხორცის შეწვაც ვერ ამცირებს, მხოლოდ - მოხარშვა. 


მწარმოებლები და რეალიზატორებს კიდევ შეიძლება გაუგოს ადამიანმა, კონტროლი რომ არ მოსწონთ, მაგრამ მომხმარებლები და, მით უმეტეს ჟურნალისტები, რატომ იგდებენ პირუტყვის კონტროლს საცინლად, ეს მხოლოდ ქართული ირაციონალიზმით თუ აიხსნება!" - წერს მაღლაფერიძე. 

 

 

 

 

big_banner
არქივი