logo_geo
ზაზა გაბუნია: ქალბატონებო, თქვენი ღვაწლი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, მადლობას გიხდით ამისთვის!
- +

8 მარტი. 2018. 14:59


 

„ქალბატონებო, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ ქალთა მიმართ სოლიდარობის დღეს!" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია სოციალურ ქსელში წერს.

 

„მიუხედავად ეპოქისთვის დამახასიათებელი ზოგადსაკაცობრიო სიახლეებისა, ადამიანური შესაძლებლობების განვითარებისა, ჩვენ ვხედავთ, რომ ქალებთან დაკავშირებით ისევ ძალაშია არასწორი სტერეოტიპები, ქალებს დღეს სჭირდებათ მხარდაჭერა და თანადგომა, არა იმიტომ, რომ მამაკაცზე სუსტები არიან (ამ მოსაზრებას არ ვიზიარებ), არამედ იმიტომ რომ, მათ ყოველთვის შეეძლოთ და შეუძლიათ ჰქონდეთ სრულიად განსაკუთრებული წვლილი საზოგადოებაში. თქვენი ღვაწლი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, მადლობას გიხდით ამისთვის!" - წერს გაბუნია.


 

big_banner
არქივი