logo_geo
დღეს ირაკლი კოსტავას დაბადების დღეა
- +

9 მარტი. 2018. 21:56


 

„დღეს 57 წლის გახდებოდა და ვინ იცის, რამდენ კარგ ლექსს დაწერდა - დღეს ირაკლი კოსტავას დაბადების დღეა", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„მისი გარდაცვალებიდან მოყოლებული ყოველ 9 მარტს ვაკის სასაფლაოზე, მის საფლავთან იკრიბებიან ახლობლები, მეგობრები, მიაქვთ ყვავილები, უნთებენ სანთლებს. მათი მასპინძელი ირაკლის დედა, რუსუდან ბერიძეა. წელსაც ასე იყო. მე მერაბ კოსტავას სიყრმის მეგობართან რუდიკო შაუთიძესთან ერთად ვიყავი ირაკლის საფლავზე.

 

იქიდან მობრუნებულს ჩემმა ძმამ ტელეფონით შემატყობინა, რომ „იბერიაზე" შენი წიგნიდან ფოტოებს აჩვენებენო. გადავახვიე, ვუყურე, გადაცემა ფაბრიკას. ძალიან გამიხარდა.

 

კიდევ ერთხელ მადლობა ბატონო როსტომ ჩხეიძე", - წერს ნინო მიქიაშვილი.




 

big_banner
არქივი