logo_geo
ლევან სიხარულიძე: ისევ პროვოკაციისკენ ლტოლვა!..
- +

10 მარტი. 2018. 01:05


 

„მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებით რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებას მიმართა, „რესპუბლიკელმა" ლევან ბერძენიშვილმა ქოში უკუღმა ყარა და ნამეტნავი პრინციპულობით აცხადებს, ამ მიმართვით კვირიკაშვილმა თავი მოიჭრაო..." - ამის შესახებ ლევან სიხარულიძე აცხადებს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„თავად თავდაკარგული და 000,1-პროცენტიანი პოლიტიკოსი იმ დონეზეა გათავხედებული, პრემიერ-მინისტრის გადადგომასაც კი ითხოვს. რაც შეეხება მის აბრაკადაბრას, თავადვე ვარდება წინააღმდეგობაში - არ ვიცი, როგორ და რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, მაგრამ ის მაინც უსუსურიაო... რუსეთს მთელი მსოფლიო ვერაფერს უშვრება, არც ის ვიცი, საქართველომ რა უნდა უყოს, მაგრამ ეს ხელისუფლება მაინც უსუსურიაო.

 

როცა ლევანი პარლამენტში იჯდა, მაშინ არ იყო უსუსური?! ახლა აღარ ზის და რასაკვირველია, ყველაფერი არის ცუდად. იქით საპატრიარქოსაც უჩხიკინებს, პატრიარქმაც თავი მოიჭრა, როცა რუსეთის პატრიარქს წერილით მიმართაო.

 

ლევანმა იცის, რომ პრემიერმა და მთავრობამ, პარლამენტმა საერთაშორისო ორგანიზაციებსაც და დასავლეთის ქვეყნების ლიდერებსაც მიმართეს, მაგრამ ეს არ ითვლება, ახლა მთავარია, ამ ხელისუფლებას იგივე გაამეორებინონ, რაც წინამ ჩაიდინა და მერე ხელმოსაჭიდიც ექნებათ, რომ მართლა მოითხოვონ არა მხოლოდ ხელისუფლების გადაყენება, დამხობაც. სისხლი სწყურიათ 000,1-პროცენტიანებს, პროვოკაციებზე წამოგება უნდათ მთელი ქვეყნისა... მართალია, თვითონ ისევ 000,1 პროცენტზე დარჩებიან, მაგრამ იქნებ გამოჩნდეს ვინმე, ვისაც აეკიდებიან და პარლამენტში შეეთრევიან?!

 

ერთი და იგივე, ერთი და იგივე წრე, ისევ ესენი, ისევ გაცვეთილი სახეები... ისევ პროვოკაციისკენ ლტოლვა, ღალატი, უფსკრულის პირას დგომა და ხელის კვრის სურვილი. არ დაელაპარაკო, ხმა არ გასცე, დასათმობი აღარაფერი გვაქვს, ყველაფერი დავკარგეთ... კივის ბერძენიშვილი და ფაქტობრივად აღიარებს, რომ მხოლოდ ომიღა დაგვრჩა დასაწყები. არადა, დასაკარგი ჯერ კიდევ იმდენი გვაქვს, ვერც კი წარმოიდგენთ!

 

უნდა ველაპარაკოთ თუ არა მტერს? დიახ, უნდა ველაპარაკოთ შუამავლების გარეშე და მოვითხოვოთ, რაც დავკარგეთ, რაც წაგვართვეს!" - წერს სიხარულიძე.

 

 


 

big_banner
არქივი