logo_geo
ირაკლი შონია: ეს იყო უპრეცენდენტო მოვლენა საქართველოს ისტორიაში!
- +

12 მარტი. 2018. 01:13



„ამ ფოტოზე უდიდესი სევდისა და ტრაგედიის მომენტია აღბეჭდილი, ზვიად გამსახურდიას ცხედრის აღმოჩენა და ექსჰუმაცია შემზარავი ომის შემდეგ მიწასთან გასწორებულ გროზნოში..." - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ირაკლი შონია და შემდეგი სახის ფოტოსა და პოსტს ავრცელებს:


„მაგრამ მე მინდა შევეხო იმ საკითხს, თითქოსდა სააკაშვილის ხელისუფლებამ მოიღო სიკეთე და მათი დიდი სურვილით მოხდა პრეზიდენტის ცხედრის გადმოსვენება თბილისში და დაკრძალვა. ეს ასე არ არის!

 

ჩეჩნეთი დღეს რომ ყოფილიყო ჯოხარ დუდაევის დამოუკიდებელი იჩკერია, ცხადია ზვიადის საფლავიც ხელუხლებელი იქნებოდა, თანაც ყველამ კარგად უწყოდა მედროვე საქართველოში მთაწმინდის პანთეონში რამდენი უღირსი ადამიანის განსასვენებელი აღმოჩნდებოდა... მაგრამ ზვიად გამსახურდიას ოჯახი დილემის წინაშე აღმოჩნდა... რუსეთის მიერ ოკუპირებულ გროზნოში მთელი ქალაქის ხელმეორედ რეკონსტრუქცია იყო დაგეგმილი, თვით მდინარე სუნჯასაც კალაპოტი შეუცვალეს. სამთავრობო კვარტალი (ჩეხოვის ქუჩა) სადაც პრეზიდენტი იყო დაკრძალული ტრიალ მინდორად იყო ქცეული, ერთი აგურიც კი აღარ იყო გადარჩენილი რეზიდენციის შენობისგან სადაც ზვიადი ცხოვრობდა. გადაწყვეტილი იყო გრანდიოზული სამუშაოების ჩატარება, დღეს იმ ადგილას ცათამბჯენებია აშენებული, ულტრა თანამედროვე შენობები და ყველა ვარიანტში პრეზიდენტის ნეშტი დაიკარგებოდა... სხვა გზა აღარ რჩებოდა, იძულებული გახდა ოჯახი ზვიადის ნეშტი საქართველოში გადმოესვენებინა. თუმცა ეს ადვილი როდი იყო. მთელი სირთულე, მათ შორის რამდენიმე დღიანი საფლავის ძებნა, ცოტნე გამსახურდიას დიდი წვალების შედეგად მოხერხდა. თავად დაიქირავა მანქანაც და ლარსის სასაზღვრო პუნქტამდე გადმოაბრძანა ნეშტი. (უკვე ღამე იყო, საშინელი თოვლიანი ამინდი, მაგრამ მთელი გზა თბილისამდე უწყვეტი ჯაჭვი იყო, პრეზიდენტის მხარდამჭერების. ეს იყო უპრეცენდენტო მოვლენა საქართველოს ისტორიაში!) სამძიმარი რომელსაც ზვიადის ოჯახი გადამწვარ კოლხურ კოშკში ღებულობდა, არ იყო სახელისუფლო, ტელევიზიებიც ნაკლებად აშუქებდნენ ამ მოვლენას. სამაგიეროდ, სრულიად საქართველომ დაიტირა დევნილი პრეზიდენტი კოშკში. ამის თვითმხილველი თავად გახლდით! დაკრძალვის დღეს ოფიციალურად ხელისუფლებას არ მოუწვევია არც ერთი დიპლომატიური რანგის წარმომადგენელი (დიპლომატიური კორპუსი), ატაშე-ელჩები, ოფიციალურად არ გამოუცხადებია გლოვის დღედ და სახელმწიფო სიმბოლიკა არ იქნა დაშვებული სახელმწიფო დაწესებულებების ფასადებზე. ეს იყო საერთო-სახალხო დაკრძალვა მცხეთიდან მთაწმინდამდე, სადაც უზღვავი ხალხი მონაწილეობდა! ზვიადი გახლდათ სახალხო გმირი და ხალხისგან იქნა დაკრძალულიც. ასე რომ, წინა ხელისუფლების მეხოტბეები ნუ შეეცდებიან სიმართლის მიჩქმალვას! ზვიად გამსახურდიას სახელით პიარი ჯერ არავის გამოსვლია და არც გამოუვათ!" - წერს შონია.

 

Image may contain: one or more people, people standing and outdoor

 

 


 

big_banner
არქივი