logo_geo
გია გაბრიჭიძე: ქალბატონო ნინია, ტელევიზიის ბორდში, მარკშეიდერი, მწველავი და ხარატი ხომ არ შეგვეყვანა?
- +

12 მარტი. 2018. 19:10



ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე ჟურნალისტ ნინია კაკაბაძეს სოციალური ქსელში მიმართავს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მართლა „ქართული" და „საოცარი" არგუმენტი თქვა ნინია კაკაბაძემ, თუ რატომ უნდა იყოს ვინმე ბაია პატარაია საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში: ის დიდი ხანი მუშაობდა უფლებების დაცვაზე და მუშაობდა სახალხო დამცველის აპარატში (ტექსტი ზუსტი არ არის, მაგრამ შინაარსი ზუსტია).

 

ქალბატონო ნინია და არ ვიცი ვინ - ბაია, რამე რომ იყოს, ტელევიზიის (ხაზს ვუსვამ - ტელევიზიის!!!) ბორდში, მარკშეიდერი, მწველავი და ხარატი ხომ არ შეგვეყვანა?

 

დამერწმუნეთ, ამ პროფესიებს მილიონჯერ უფრო მეტ პატივს ვცემ მეც და საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ვიდრე იმ ე.წ. „უფლებადამცველებს", რომლებიც რაღაც „სახალხო დამცველის აპარატში" მუშაობდნენ.

 

ის არგუმენტები, თუ ვინ უნდა წარმოადგენდეს „საზმაუს" ბორდს, იხ. სტატიაში, რომელსაც ხვალ დავწერ", - წერს გია გაბრიჭიძე.


 

 

 

 

big_banner
არქივი