logo_geo
გია გაბრიჭიძე: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის აქტივობა ეჭვებს აჩენს
- +

23 დეკემბერი. 2016. 20:04


ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს" მიმართავს:

 

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი - (EMC) სავარაუდოდ არ იცით, ამიტომ ვეცდები გასწავლოთ, რომ ადამიანის მთავარი უფლება არის საკუთარი უსაფრთხოება, რომლის დაცვაც პირველ რიგში სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს.

 

მეორეც - თქვენი ე.წ. ლიბერალური მიდგომა ისეთ სენსიტიურ საკითხთან დაკავშირებით, როგორიც სახელმწიფოს უსაფრთხოებაა და ის აქტივობა, რასაც მიმართავთ, საკმაოდ დიდ ეჭვებს აჩენს პირადად ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, რასაც ახლავე მოგახსენებთ:

 

- თქვენი მოთხოვნის უკან, ხომ არ იმალება რომელიმე ტერორისტული ორგანიზაციის ინტერესი დასუსტდეს საქართველოს სპეცსამსახურების მუშაობა, რათა მათ შეძლონ გარკვეული მიზნების განხორციელება?

 

არ დაგიმალავთ, ეს მოსაზრება მას შემდეგ გამიჩნდა, რაც თქვენი მოთხოვნები საეჭვოდ დაემთხვა ევროპაში გაახშირებულ ტერორისტულ აქტებს, რეგიონში არსებული სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებას. ყველა ევროპული სახელმწიფოს მიერ საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერებას და ამ დროს საქართველოს მიერ მიღებული ვიზალიბერალიზაცია შემცირებული საკუთარი უსაფრთხოება, ხომ არ არის ჩვენს ქვეყანაში ტერორისტთა პლაცდარმისთვის ადგილის მომზადების მცდელობა?

 

მოვითხოვ, რომ შესაბამისი სამსახურების მიერ სათანადოდ იქნეს შესწავლილი თქვენი საქმიანობა, დაფინანსების წყაროები და შედეგები გასაჯაროვდეს",- წერს გაბრიჭიძე.

 

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა" პარლამენტს საკონსტიტუციო სარჩელი წარუდგინა. აღნიშნული ორგანიზაცია მოითხოვს კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ კანონის მთელი რიგი მუხლების გაუქმებას.





 

big_banner
არქივი