logo_geo
დარეჯან ლიპარტელიანი: აი ესაა რეალური, ქართული „მეგობრობის“ ერთ-ერთი, პატარა ეპიზოდური შტრიხი!
- +

13 მარტი. 2018. 01:33


 

ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ახლახანს, რატომღაც ახლო მომავლისკენ მიმახედა ფიქრებმა და გამახსენდა... - ჩემი 7 წლიანი უმუშევრობის პერიოდში, „მეგობრების" გარკვეული ნაწილი, თავს რომ დამტრიალებდა და წუხდა ჩემს გამო, ხშირად ხელსაც რომ მიმართავდნენ, რასაც ცხადია ვაფასებდი, მაგრამ სულ მცირე დროში, უცნაური ამბები მოხდა...

 

2011 წელს როგორც კი სამსახური დავიწყე და შევეცადე ფეხზე წამოდგომას, უცებ ეს ხალხი, ყველა რატომღაც, ერთმანეთს დაემსგავსნენ... გაჩნდა აგრესია და დაძაბულობა ურთიერთობებში... რატომღაც, მათთვის ჩემთან ურთიერთობა მიუღებელი გახდა და ელვისებური სისწრაფით გაჩნდა ჩვენს შორის უფსკრული, რომელიც დღითი-დღე იზრდებოდა და ღრმავდებოდა... ამ ორომტრიალში „მეგობრობაც" გაცივდა და ყალბი გრძნობები: „უშენოდ ცხოვრება ვერ წარმომიდგენია", „შენნაირი მეგობარი, მე არავინ მყავს", „რაც შენ ჩემი ოჯახისთვის გაგიკეთებია, ვერასდროს ვერ გადაგიხდი"... მოკლედ ეს ფარშივი მარგალიტის მძივები, უცებ, უმისამართოდ გაიფანტა და გაქრა... მოკლედ, ამ მრავალწლოვანი მეგობრობის რეზიუმე, სამწუხაროდ ასეთია... თურმე, რამდენიმე ათეული წელი, მეგობრობის გაყალბების მცდელობაში ვყოფილვარ ეჭვმიტანილი და ეს ძალიან გვიან გავიგე... უბრალოდ გული მტკივა, იმ დაკარგული წლებისა და ურთიერთობების გამო, რომელსაც „მეგობრები" არ გაუფრთხილდნენ... თუმცა, იმასაც ვიტყვი, რაც დასანგრევია, უნდა დაინგრეს... მაგრამ, ამდენი წლების შემდეგ კი არა, უფრო ადრე და მალე, უნდა დანგრეულიყო, აი მაშინ, ასეთი იმედგაცრუებულიც არ ვიქნებოდი და ადვილადაც შევეგუებოდი მომხდარს... მოკლედ, ცხოვრებამ ამ სიყალბის და უმადურობის ნაწილში, მართლაც რომ კაი გვარიანად გადამაგდო და გამამათრახა... თავს აშკარად, „მეგობრებისგან" მოტყუებულად მივიჩნევ და ყველაზე მთავარი და მტკივნეული კი ისაა, რომ... არცერთი მათგანი, მართლა არ მენატრება... გაბრაზებული ვარ, თანაც ძალიან... ერთერთ ასეთს, უმადურს, მატყუარას და თაღლითს, გუშინ ლისზე წავაწყდი...

 

პ.ს. გუშინ ლისზე ვიყავი ასული და ჩვეულებრივ ვარჯიშობდი, ფეხით მოვდიოდი და უცებ, იმ უხსენებელი და უშნო ქალის „დესანტიდან", ერთი თანამშრომელი დავინახე, რომელიც რამდენიმე წელი, ძალიან ახლოს იყო და მეგობრობდა ჩემთან... თავის მშობლები, როცა სახლში მისვლას დააგვიანებდა, ჩემთან რომ რეკავდნენ და ეძებდნენ, იცოდნენ რომ ჩემს სახლში ბრძანდებოდა თავიანთი შვილი... ხოდა, გუშინ გაითამაშა, ვითომ ვერ მიცნო, ისე უბრად ჩამიარა ქალმა, რომელიც ჩემს სახლში იყო დღე და ღამე... უბრალოდ საწყენია, თორემ, როგორ ვიკადრებ, რამე ვუთხრა და ვუსაყვედურო, როცა ის უბედური ისედაც დასჯილი და გაუბედურებულია... მან ზურგი შეაქცია ღირსეულ ადამიანს და წავიდა, არაადამიანთან და უბინძურეს პიროვნებასთან... ამაზე მეტი სასჯელი, არ არსებობს... უბრალოდ, იმ უშნო დედაკაცის მონა-მორჩილისთვის, მართლაც მენანება ის ადამიანური ურთიერთობები, რომელიც გავეცი და სამაგიეროდ, შედეგად მივიღე, ღალატი და გაიძვერული საქციელი... მაგრად შემეცოდა, ეს პატარა, ძალიან, ძალიან პატარა დედაკაცი, რომელსაც მტვერისოდენა ღირსებაც კი არა აქვს... ეს მართლა, ცეროდენა ნაძირალა!.. აი ესაა რეალური, ქართული „მეგობრობის" ერთ-ერთი, პატარა ეპიზოდური შტრიხი!.." - წერს ლიპარტელიანი. 


 

big_banner
არქივი