logo_geo
მერაბ მეტრეველი: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა გავს დაბოღმილი ყოფილი ცოლ-ქმრის ურთიერთობას!
- +

15 მარტი. 2018. 00:57


 

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა გავს დაბოღმილი ყოფილი ქმრის და ყოფილი ცოლის ურთიერთობას. აი, ცოლი რომ გაეყრება კაცს და ის მაინც დასდევს და სხვა კაცთან ურთიერთობას უშლის. ქალი ეუბნება, დიდი ხანია აღარ ვარ შენი ცოლი, რა შენი საქმეა, მე ვის შევხვდებიო, მაგრამ ის მაინც ემუქრება დასჯით და უსრულებს კიდეც. საერთაშორისო საზოგადოება გავს პოლიციას, რომელიც ამ დროს მარტო შემაკავებელი ორდენის გამოწერით და გაფრთხილებით იფარგლება. ქალმა კი არ იცის, როდის აუსრულებს ყოფილი ქმარი მუქარას და გამოჭრის ყელს. მას ორი არჩევანი აქვს: ან ყოფილ ქმარს დაუბრუნდეს, ან სასწრაფოდ ახალ ქმარს მითხოვდეს. პირველი არ უნდა, რადგან მისგან სულ ცემა-ტყეპა ახსოვს, ხოლო ახალი კაცი ჯერ გადაწყვეტილებას ვერ იღებს", - წერს მეტრეველი. 


 

big_banner
არქივი