logo_geo
ირაკლი შონია: შტატების გენერალური მდივნის ჯეიმს ბეიკერის ვიზიტი ზვიად გამსახურდიასთან...
- +

15 მარტი. 2018. 11:44



ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„შტატების გენერალური მდივნის ჯეიმს ბეიკერის ვიზიტი ზვიად გამსახურდიასთან... უფრო სწორად, ბნელი ძალების მიერ, ვისაც არ სურდა საქართველოს დამოუკიდებლობა მათ მიერ წარმოგზავნილი მსტოვარი და ჯაშუში! ბეიკერის ქმედებას ესადაგება გია ჭანტურიას მიერ შეთხზული „პრაღის რეზოლუციაც" საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ... დასავლეთის წამყვან ქვეყნებში ბეიკერის და ძმათა მათთა პროპაგანდით სამაჩაბლოში რუსული იმპერიის საომარი მოქმედებები იჩქმალება და „ცხინვალის რეგიონს" ადარებენ მეორე კუვეიტს, ხოლო გამსახურდიას მმართველობას სადამ ჰუსეინისას... ბეიკერის მოღალატურ ქმედებებს ერთვის ბუშის ცნობილი ფრაზა: „გამსახურდია დინების საწინააღმდეგოდ მიცურავსო" - რასაც დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტი ეხმიანება საუკუნის სიტყვებით: „დინებას მკვდარი თევზები მიჰყვებიან!"

 

ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის და ეროვნული ხელისუფლების იარაღით განდევნის შემდეგ ბეიკერი თბილისში კეკლუცობს სისხლიანი ხუნტის მთავარი ორგანიზატორის ედუარდ შევარდნაძის გვერდით! 1992 წლის 26 მაისს რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ „თბილისელებს" საზეიმოდ მიმართავს ბეიკერი, რომ საქართველოში დემოკრატიამ გაიმარჯვა. მის გამოსვლას ხმის გამაძლიერებელი დინამიკებით რთავენ, რათა შეკრებილმა საზოგადოებამ ვერ გაიგოს სულ რამდენიმე მეტრში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე გამაყრუებელი სროლის ხმა და არნახულად დარბეული მრავალათასიანი მანიფესტაცია ზვიად გამსახურდიას მხარდასაჭერად გამართული!

 

ჯეიმს ბეიკერი ასევე ხდება მხედრიონის საპატიო წევრი!!!" - წერს შონია. 


 

big_banner
არქივი