logo_geo
შოთა გლურჯიძე: ფსიქიატრიულების აშენებაზე ფულს ნუ დავხარჯავთ, პირდაპირ ტელევიზიებში გავხსნათ კლინიკები
- +

15 მარტი. 2018. 16:52


„ფსიქიატრიულების აშენებაზე ფულს ნუ დავხარჯავთ, პირდაპირ ტელევიზიებში გავხსნათ კლინიკები", - წერს მხატვარი შოთა გლურჯიძე „facebook"-გვერდზე.


„ფსიქიატრიულების აშენებაზე ფულს ნუ დავხარჯავთ, პირდაპირ ტელევიზიებში გავხსნათ კლინიკები, თან გადაცემები მიდიოდეს და თან თეთრ ფითქინა ლამაზ ხალათებში ფსიქიატრი გოგო-ბიჭები მუშაობდნენ, იქვე, პირდაპირ ეთერში.

 

პაციენტი ან წამყვანი რომ ანერვიულდება, დროულად გაუწიონ პირველადი დახმარება ექიმებმა და თუ სულ გადაირია, იქვე გაკოჭონ სკამზე.

 

ყურებადობაც აიწევს, რეიტინგიც, იქნებ „საზმაუსაც" ეშველოს რამე და გიჟებსაც ვუმკურნალებთ.

 

ქოპირაითი ჩემია, გაფრთხილებთ იდეა ასწლოვანია, არ მოიპაროთ, ან არ გადარგოთ!!!", - წერს შოთა გლურჯიძე.



 

big_banner
არქივი