logo_geo
შოთა გლურჯიძე: ფსიქიატრიულების აშენებაზე ფულს ნუ დავხარჯავთ - ტელევიზიებში გავხსნათ კლინიკები!
- +

15 მარტი. 2018. 20:21


მხატვარი შოთა გლურჯიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ფსიქიატრიულების აშენებაზე ფულს ნუ დავხარჯავთ, პირდაპირ ტელევიზიებში გავხსნათ კლინიკები, თან გადაცემები მიდიოდეს და თან თეთრ ფითქინა ლამაზ ხალათებში ფსიქიატრი გოგო-ბიჭები მუშაობდნენ, იქვე, პირდაპირ ეთერში.

პაციენტი ან წამყვანი რომ ანერვიულდება, დროულად გაუწიონ პირველადი დახმარება ექიმებმა და თუ სულ გადაირია, იქვე გაკოჭონ სკამზე.

ყურებადობაც აიწევს, რეიტინგიც, იქნებ საზმაუსაც ეშველოს რამე და გიჟებსაც ვუმკურნალებთ.

ქოფირაითი ჩემია, გაფრთხილებთ იდეა ასწლოვანია, არ მოიპაროთ, ან არ გადარგოთ!!!

უფულოსოფოსი ჟესტოკი ხიხო, აშოტ გენდერხეივანოვი", - წერს გლურჯიძე. 


 

big_banner
არქივი