logo_geo
„ლამისაა „ნაციონალებმა“ ერთმანეთი დახოცონ, მაგრამ „რუსთავი 2“-სთვის ეს უბრლაოდ არ მომხდარა“
- +

24 დეკემბერი. 2016. 03:00


 


ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი „ნაციონალური მოძრაობის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

„ლამისაა დახოცონ „ნაციონალებმა" ერთმანეთი. მიშა ნახევარ პარტიას გაყიდულებს ეძახის, იმათ კდიევ ახლა აღმოაჩინეს, თურმე, ნუ იტყვი და მიშას ავტორიტარული მიდრეკილებები ქონია და ხიხია ყოფილა, დარჩიაშვილმა, ნაცმო დასრულდაო, გამოაცხადა და თარგამაძემ პარტიაში ГКЧП აღმოაჩინა, ხოლო მიშას სულ „სავალალო" ეძახა.

 

ამ ფონზე ვუყურე „კურიერს", მერე „ვანოს შოუს" არც ერთი სიუჟეტი ამ თემაზე, არც ერთი ხუმრობა იუმორისტულ გადაცემაში. გასაგებია, რომ ლარი უფასურდება, დენი ძვირდება და ეს ყველას უფრო გვადარდებს, ვიდრე მიშა და „ნაციონალები", მაგრამ რა ხდება მთავარ ოპოზიცურ პარტიაში, თემა საერთოდ არაა? სპორტის წინ გასაშვები თემაც არაა, ან მონოლოგის ბოლოში გასახუმრებელი მაინც? „რუსთავი 2"-სთვის ეს ყველაფერი უბრლაოდ არ მომხდარა. ერთადერთი დამოუკიდებლი ტელვიზა ვართო რომ ამბობთ, მოსაჩვნებლად მაინც ქენით რამე",- წერს მეტრეველი. 


 

big_banner
არქივი