logo_geo
ბაკურ სვანიძე: ასე თუ გავაგრძელეთ, 2030-ში უკვე ლოცვებში მოგვიხსენიებენ!
- +

16 მარტი. 2018. 22:54



ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„არა, ეს უკვე დაქლიავების რაღაც ახალი ეტაპია! - „ბრიტანელებმა საქართველო ვიდეორგოლში მოიხსენია!" - მიდის გახარებული ყიჟინა სოციალურ ქსელებში!  აბა! კიდევ ერთი ნაბიჯით წინ ვართ ხო?

„ამა და ამ სახელმწიფომ გვცნო!" - ასეთი გახარებული  შეძახილები 90-ანებიდან მახსოვს!

„ესა და ეს სახელმწიფო შეშფოთდა" - ეს 2000-იანებიდან!

„ვიდეორგოლში მოგვიხსენიეს!" - 2010-ანების პროდუქტია!

ასე თუ გავაგრძელეთ, ალბათ ისე ვიზამთ, რომ 2030-ში უკვე ლოცვებში მოგვიხსენიებენ!" - წერს სვანიძე.





 

big_banner
არქივი