logo_geo
ემზარ კვიციანი: ინფორმაციისთვის! პიარ-ტექნოლოგების მოქმედების ერთ-ერთი გეგმა გახდა ჩემთვის ცნობილი...
- +

24 დეკემბერი. 2016. 13:11


 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ემზარ კვიციანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ინფორმაციისთვის!

 

მეგობრებო პიარ-ტექნოლოგების მოქმედების ერთ-ერთი გეგმა გახდა ჩემთვის ცნობილი. მინდა გაგიზიაროთ და ერთად გავნსაზღვროთ რამდენად შეიძლება ჟღერდეს დამაჯერებლად:

 

მოკლეთ უცხოელ სპეც. სამსახურებს ჩვენი მოქალაქეებისაგან შემდგარი პიარ კამპანიები აქვთ შექმნილი, რომლებიც აკვირდებიან თითოეულ პოლიტიკოსს, თუ რამე წამოსცდა ესევიან ყვავებივით და უწყებენ დაცინვას, რათა მარგინალიზაცია მოახდინონ არასასურველი პოლიტიკოსისა. განსაკუთრებით, პატრიოტულად მოაზროვნე ადამიანები აინტერესებთ.

 

დააკვირდით, ამ ბოლო დროს, როგორ აშაყირებენ ქართველ პოლიტიკოსებს. მთელი არსი ამ შაყირის რაში მდგომარეობს, ანუ რა მიზანს ემსახურება ეს ტექნოლოგია? მთავარი მიზანი პარლამენტარებისა და ჩინოვნიკების დაკომპლექსებაა, რათა ვიღაცამ იოლად მართოს მასები.

 

დააკვირდით, როგორი სიჩუმეა პარლამენტში იმის შიშით, რომ არ გახდნენ პიარშიკების მსხვერპლნი. 70 % დეპუტატებისა გაჩუმებულები არიან და ჰგონიათ სწორად იქცევიან.

 

არა მეგობრებო, მოსახლეობამ ისეთებს მოგვცა ხმა, როგორებიც ვართ. ასეთი განათლებით, ასეთი პროფესიონალიზმით, ასეთი წარსულით, როგორებსაც გვიცნობენ. სიტყვაში თუ რამე წამოგვცდა, არაუშავს, ჩვენ მთავარია ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ და უკეთესი მომავლისთვის, თუნდაც შეცდომით, და მაინც რაღაცა უნდა ვთქვათ.

 

რუსული ანდაზა გამახსენდა, „გდე პიოტსა ტამი ლიოტსა". ჩემო პატივცემულო კოლეგებო, დებო და ძმებო დავდგეთ ერთად, პოზიცია ოპოზიციაც და ვაკეთოთ საქმე თამამად!

 

გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს! დიდება ღმერთს!" - წერს ემზარ კვიციანი.

 

 


 

big_banner
არქივი