logo_geo
„გვიყვარდეს გუდაური“ - ტანია გონჩაროვას გულისამაჩუყებელი სტატუსი გუდაურის ტრაგედიაზე...
- +

18 მარტი. 2018. 13:43



უკრაინული სამაუწყებლო მედიაკომპანიის წამყვანი ტანია გონჩაროვა გუდაურის ინციდენტთან დაკავშირებით წერს:

 

„ისევ გუდაურზე. მოსვენებას არ მაძლევს ეს სიტუაცია, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ჩვენ თავს ვაძლევთ უფლებას, მომხდარი ისე შევაფასოთ, რომ არც წარმოდგენა გვაქვს და არც გამოცდილება საბაგიროს წარმომავლობაზე ან მის მუშაობაზე.

 

მედიაში დაშავებულთა რაოდენობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. ჩემი ინფორმაციით, 11 დაშავებულია და საბედნიეროდ, არავინ დაღუპულა. ჩვენი ქვეყნის თანამდებობის პირებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ასეთი რამ უკრაინაში არ მოხდებოდა, მინდა, შევახსენო: ასეთი რამ შეიძლება მომხდარიყო და ავსტრიაშიც კი, როგორც ჩემი ტრენერი მეუბნება, ავტომატიკა ხანდახან არ მუშაობს...

 

2005 წლის 5 სექტემბერი, ზელდენი, ავსტრია: 9 დაღუპული, 10 დაშავებული. ვერტმფრენს, რომელიც სამშენებლო მოედანზე მუშაობდა, მასზე მიმაგრებული 750-კილოგრამიანი ბეტონის ბლოკი მოწყდა, რომელიც ერთ-ერთ გონდოლას დაეცა. დარტყმისგან საბაგირო გზა მკვეთრად შეირყა და სხვა ვაგონების მგზავრები ფანჯრებიდან გადაცვივდნენ.

 

2000 წლის 11 ნოემბერი, კაპრუნი, ავსტრია: 155 დაღუპული. საბაგირო გზის გვირაბში ხანძრის დროს 2 ფუნიკულიორი დაიწვა. ხანძარს 155 ადამიანი ემსხვერპლა.

 

1998 წლის 3 თებერვალი, Cavalese, იტალია: 20 დაღუპული. საბაგირო გზის გვარლი აშშ-ის საზღვაო ქვეითთა გამანადგურებელმა დააზიანა. 20 ადამიანი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ყველა დაიღუპა. მაგრამ ეს არ არის უარესი, რაც იტალიაში მომხდარა! ამავე სათხილამურო კურორტზე 1976 წლის 9 მარტს ფოლადის გვარლი გაწყდა და კაბინა ჩავარდა. 42 ადამიანი დაიღუპა, იმავე ამწეზე.

 

2013 წელს სოჭში საბაგირო გზაზე ხე წაიქცა. იმ მომენტში, შემთხვევის ადგილი ცარიელი იყო და არავინ დაშავებულა. უფრო ადრე კი, 1950 წელს ფრანგი პილოტი ბერნარი გახდა 6 ადამიანის სიკვდილის მიზეზი. თვითმფრინავი F-84F, რომელსაც იგი მართავდა, შეფრინდა Vallée Blanche-ის საბაგიროზე. საინტერესოა, რომ პილოტს პასუხი არ უგია, სამხედრო-საჰაერო ძალების გამომცდელი გახდა, მოგვიანებით - ავიამშენებელი კომპანია Airbus-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი.

 

ეს ტრაგედიები არ არის მიზეზი გვეშინოდეს ცხოვრების და... გვიყვარდეს გუდაური", - წერს გონჩაროვა.








 

big_banner
არქივი