logo_geo
ინგა ბერიკაშვილი: ამ ვაჟკაცებს მიბაძეთ და ამოვა ქვეყანა ჭაობიდან!
- +

19 მარტი. 2018. 12:43



უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„რატომ იგებენ ჩვენი ვაჟკაცი რაგბისტები უთანასწორო ბრძოლებს, გიკვირთ? მე არა!

 

მათ გულში სამშობლო ძგერს! სულში უფალი ცხოვრობს! ოჯახში ქართული ტრადიციები ჰყვავის!

 

იმდენად ძლიერი სიყვარული და პასუხისმგებლობა აქვთ სამშობლოს წინაშე, რომ წაგებას გონებაშიც არ უშვებენ!

 

მათში საქართველოს ისტორია ცოცხლდება ყოველ გამარჯვებაზე! ქართველი ხომ გამარჯვებისთვის იბადებოდა ოდითგანვე?

 

ჰოდა, ამით იმისი თქმა მინდოდა, რომ არაკაცობას კი ნუ ბაძავთ, ამ ვაჟკაცებს მიბაძეთ და ამოვა ქვეყანა ჭაობიდან!

 

ყველამ ჩვენ ჩვენი საქმე სიყვარულით ვაკეთოთ და მხოლოდ ასე გაბრწყინდება ღრუბელში მოქცეული საქართველო!" - წერს ბერიკაშვილი.


 

big_banner
არქივი