logo_geo
მალხაზ თოფურია: ტაჯ-მაჰალთან „სისა ტურა“, „იაო უაო“ და „ჯანსულო ჯანსულო“ უნდა ვიმღერო!
- +

19 მარტი. 2018. 20:14


 

ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ამ წუთებში..... რუსთაველის ძეგლთან 2 ინდოელი (სავარაუდოდ მართხუ და ბართხუ) უკრავს! კაციშვილი არ აღშფოთებულა ის კი არა და ვიღაცეებმა 20 თეთრიანიც კი დაუგდეს, (მე ნისიაზე ვუსმენდი) ბოლოს როგორც იქნა გამოჩნდა „ეროვნული" ახალგაზრდა ახედა შოთას ძეგლს პირჯვარიც გადაიწერა და როგორც ქართული ტრადიციები მოითხოვს ისე მოიქცა... პატრული გამოიძახა და მოსთხოვა შოთას „შეურაცხყოფების" დაპატიმრება, მადლობა პატრულს ტოესტ ეროვნულს მსმენელების დაჭერაც რომ არ ითხოვა).

 

პრინციპში არაეროვნულმა პატრულმა არ შეასრულა ეროვნულის მოთხოვნა თუმცა შავტუხა მართხუ და ბართხუ კი გათეთრდენ შიშისგან ალბათ მიხვდნენ რომ პატრულმა თუ აპატია „ერი" არ აპატიებდა ქართველობის წართმევის ამ მცდელობას!

ხო რატომ დავწერე ეს დღევანდელი ფათერაკი!

ქართველნო!

დროა არა თუ თავი დავიცვათ არამედ შეტევაზეც გადავიდეთ დუშმანთა წინააღმდეგ........ მოკლედ რომ ვთქვა ინდოეთში გასამგზავრებელი ფული ამიგროვეთ! ტაჯ-მაჰალთან „სისა ტურა", „იაო უაო" და „ჯანსულო ჯანსულო" უნდა ვიმღერო!" - წერს თოფურია. 


 

big_banner
არქივი