logo_geo
თეა შაყულაშვილი: უიმე, კრამიტები არავის დაუმტვრიოთ, თქვენმა მზემ!
- +

19 მარტი. 2018. 23:11



კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი თეა შაყულაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„ნინო ახობაძის არ იყოს, მეორე დღეა გვერდს ვუვლი ამ თემას, მაგრამ არა რა, არ დაცხრა ეს ქართული ლარივით არაფრით გამყარებული ეგო, მიდით ერთი, გამოაქვეყნეთ, რა ნესტან-დარეჯანის უსტარებს გწერენ ქალები პირადში... აი, „მე თუ დავდე" და აი, „მე თუ გავრისკე", უიმე, კრამიტები არავის დაუმტვრიოთ, თქვენმა მზემ. სულ არ ვარ პატარაიას და იმ წადებილო ლოზუნგების მხარდამჭერი, როგორც მამაჩემი ამბობდა, „ყველას თავისი პეიზაჟი აქვს" და როგორც ეცხოვრება, ისე უნდა იცხოვროს... მაგრამ აი მაგ „ძაანცკაცური" სოლიდარობის მზემა რა... შეირგეთ, „ვინცხა" ცალხელა და პარიკიანმა ქალმა თუ რამე მოგწერათ და ნუ იწელებით გაზაფხულის ჭიაყელებივით. მართლაც, სადაც ვიწროა, იქ არ გაწყდეთ", - წერს თეა შაყულაშვილი. 


 

big_banner
არქივი