logo_geo
მალხაზ თოფურია: იმ დღის შემდეგ დავაფასე ის რაც მება!
- +

20 მარტი. 2018. 01:22


 

ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ცხვირი როგორც ეგეთი.....

პირველად საბავშვო ბაღში ვიყავი ჩემი ცხვირის გამო რომ ვიტირე (ერთი გოგო მიყვარდა (24 წლამდე აღარავინ მყვარებია მას მერე)მედეა ერქვა, შეიძლება ამ ანტიკური სახელის გამოც მიყვარდა შეიძლება იმიტომ ისაც მორცხვი და უენო იყო ჩემსავით, მოკლედ ეს სიყვარული მარტო მე ვიცოდი და... მეტი არავინ, დედაჩემს ლამაზი ვერცხლი ბეჭედი ქონდა (დღესაც აქვს) მოვიპარე... ჩემი პირველი და უკანასკნელი ქურდობა იყო ცხოვრებაში „ზაჟიგალკებს თუ არ ჩავთვლით ისაც წარუმატებელი გამოდგა, უკან დავაბრუნე ისევ... ვერ გავბედე მეჩუქებუნა... მახსოვს დედა როგორ გახარებული იყო , მეგონა ბეჭედი დავკარგე, პიანინოს უკან ჩამვარდნიაო, დედას ბეჭედი ვერ ვაჩუქე მაგრამ მოგვიანებით გარგლის კურკის ბეჭედი ვაჩუქე, ეზოში ვისწავლე მისი დამზადება უფროსი ბიჭებისგან, გარგლის კურკას ორივე მხრიდან ასფალტზე ხეხავდი მანამდე სანამ ხვრელი იმხელა არ გახდებოდა თითზე წამოგცმოდა, მოკლედ გავბედე რამდენიმე დღე წინ და უკან ტარებისა ამ „ბეჭდის" და ერთ მშვენიერ დღესაც როცა მედეა მარტო თამაშობდა კუბიკებიკებით მივედი და ბეჭედი გადავეცი, გაუხარდა...ლოყაზეც მაკოცა შექებით... ყველაზე კარგი ბიჭი ხარო ჩვენ ბაღშიო...მარა აქ მეტირა დედა მე ბედნიერს ყველაზე ცუდი გოგო რომელიც დღემდე შიშს იწვევს ჩემში , ბაღში მაშინებდა, მილიციას გამოვიძახებ და დაგიჭერენო... (დღესაც პეკინზე ვხედავ დროგამოშვებით და ის თვე მოწამლული მაქვს) წაგვასწრო! ამხელა ცხვირი გაქ (თავად არა ნაკლები აქ დღესაც) მედეას როგორ უბედავ ამასო.... მეტი აღარ გამიბედია მედეა მორცხვად მოიბუსა მე მოვკტი...მიუხედავად იმისა რომ მედეა შეეკამათა, სამაგიეროდ ყველაზე კაი ბიჭიაო, მე მივხვდი რომ ისეთი ცხვირი მაქ !!მე ვერ უნდა ვბედავდე სიყვარულს!  სიცოცხლე აღარ მინდოდა .....მანამდე სანამ... ჯერ იყო მამამ დიდ ბაბუასთან აკაკი თოლორაიასთან არ წამიყვანა ზუგდიდში , რომელიც იმ დროს 102 წლის გახლდათ და ასევე დიდი საგვარეულო ცხვირი ქონდა და აკაკი ბაბუს არ მოვუსმინე... არ იფიქროთ აკაკი ბაბუმ 37 მანეთიან ბილეთებზე ან "დიდ": სტალინზე მესაუბრა, ან თუნდაც 30 იან წლებში როგორი თხილის ან ციტრუსის მოსავალი იყო ზუგდიდსა თუ გალში... არა! აკაკი ბაბუ მიყვებოდა ელისეის მინდვრებზე პარიჟში როგორ გაიცნო სტუდენტობისას პირველი სიყვარული... რომელთაც სხვა კიდევ ბევრი სიყვარული მოყვა და ეს ყველაფერი იმის გამო! ესეთი ლამაზი, ვაჟკაცური, საგვარეულო ცხვირები, რომ გვაქვს! შეილება აკაკი ბაბუ თხზავდა ამ ისტორიებს „მეგრულად": შეიძლება არც..... მაგრამ იმ დღის მერე დავაფასე ის რაც მება! კიდევ უფრო განმტკიცდა სოჩაში 17 წლის ასაკში ერთმა ოკუპანტმა უფროსმა ქალბატონმა რომ მითხრა, ვისაც გრძელი ცხვირი აქ იმას სხვა რამეც დიდი აქვსო! ის კი არა და ხანდახან ვნანობდი ნეტავ უფრო დიდი მქონდეს (ცხვირი) მიმიქარავს ჩინგიზ ხანი მთელ რუსეთს ავიღებდი თქო, მერე იყო ომი სამაჩაბლო..... პირველი ჭრილობა ცხვირში მხიეს... შეთანხმებულივით ყველა მნახველი ერთნაირად ხუმრობდა „ამხელა გაქ და აბა სხვაგან სად მოგარტყავდენო" კი მინდოდა მეთქვა ძველი სლავური ამდაზა მნახელებისთვის ვისაც გრძელი ცხვირი აქ... მაგრამ აქვე ძველი შუმერული ანდაზა მახსენდებოდა „სავანდმყოფოში მნახველებს ასოთი ნუ დაემუქრებიო" და ამიტომ მდუმარე ვიტანდი ამ შავ ხუმრობას ..... ის კი არა და იმ რუსული ასკოლკის მიერ გადახსნილი ცხვირით დღემდე ვსპეკულირებ ქართულ ცოტა ზე „სვეცკი" საზოგადოებაში თუ მოვხვდი .... პუტინის ბომბა რომ არა, კურნოსა ვიყავი! სადაც კურნოსობას მივიწერ იქვე რაღა უდგას ჩემი გვარის პატრონს „ბლანდინკობაც" ხუჭუჭათმიანობაც" დავიბრალო ... რომ არა პუტინი... ეჰ კიდევ ბევრი ლამაზი და გრძელი ....(ისტორია) მინდა გავიხსენო ჩემ ეროვნულ ცხვირზე, მათ შორის აზერბაიჯანელმა ტამოჟნიკმა რომ მითრა ...ისეთი ცხვირი გაქ პასპორტში გვარზე ბოლო ასო ხომ არ გაქ წაშლილი და „თოფურიან" ხომ არ ხარო..... კი ვუპასუხე თოფურიანც ხარ და მიქოიანიც შე ჩორნაჟოპო თქო.. მერეღა გამახსენდა მეც რომ ჩორნა ვარ და აღარ შემიგინებია სანამ საზღვარი არ გადმოვკვეთე..... საბავშო ბაღამდეც კი მიხაროდა ჩემი ცხვირი მით უმეტეს მას მერე რაც გავიგე რომ ბურატინოც ჩემსავით „კარლოევჩი" გახლდათ, კიდევ ბევრი დადებითი და უარყოფითი შეიძლება გავიხსენო ამ, ორგანოზე მაგრამ მთავარი ის დარჩება მე ვამაყობ ჩემი ცხვირით!" - წერს თოფურია. 


 

big_banner
არქივი