logo_geo
გიორგი გიგაური: დასაჯეთ „რუსთავი 2“-ელი ზონდერები!
- +

21 მარტი. 2018. 02:29


 

ჟურნალისტი გიორგი გიგაური სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დასაჯეთ „რუსთავი 2"-ელი ზონდერები!

 

შსს-მ აუცილებლად და სასწრაფოდ უნდა გამოიძიოს „რუსთავი 2"-ის ზონდერ-ჟურნალისტთა თავდასხმა „ქართული მარშის" წევრებზე!

 

ქრისტეს შეურაცხმყოფელი ნაცსექტა „რუსთავი 2" და მისი კუდები სანაცეთიდან, სოროსული მედიიდან თუ ასო-ეთიდან სულ ტყუილად ცდილობს ჩვეული მანიპულაციებით, ნიანგის ცრემლების ღვრას და თავის მსხვერპლად წარმოჩინებას!

 

ქართული მარში არავის არ დასხმია თავს! პირიქით, თავს ქართული მარშის წევრებს დაესხნენ, როდესაც ჩვენი ახალგაზრდები ქრისტეს შეურაცხყოფის მშვიდობიანი გზით გასაპროტესტებლად მივიდნენ ამ სატანისტების ბუნაგთან!

 

დიახ, ქართული მარშის წევრებმა გზა გადაუკეტეს და არ გაატარეს მანქანა, რომლითაც სამარცხვინო იუდა გიორგი გაბუნია ტოვებდა რ2-ს!

 

დიახ, იყო სიტყვიერი შეურაცხყოფაც, მაგრამ გაბუნიას ხელით არავინ შეხებია და არც მისი მანქანიდან გადმოთრევა უცდიათ!

 

ადგილზე პოლიციამ ვნებები როგორც კი ჩააცხრო, აი, სწორედ მაშინ მოაწყვეს პროვოკაცია რ2-ის თანამშრომლებმა და დაცვის წევრებმა, რომლებმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მარშის წევრებს!

 

აი, სწორედ ამ ორმხრივ ჩხუბში მოხვდა ცხვირში მუშტი რ2-ის სპორტულ ჟურნალისტ დავით ერაძეს, რომელიც პირველი თვითონ დაესხა აგრესიულად თავს მარშელებს (თვითმხილველებმა ოფიციალური წერილობითი ჩვენება ადგილზევე მისცეს პატრულს)!

 

აღსანიშნავია ისიც, რომ რ2-დან თავდამსხმელებს შორის ამოცნობილ იქნენ გორელი ნაცის ბადრი ბასიშვილის ცნობილი ზონდერბანდის წევრები - სწორედ ისინი, რომლებიც 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიისას, ქვების სროლით, თავს დაესხნენ კარალეთში, დევნილთა დასახლებაში ჩასულ კახი კალაძეს და მის მომხრეებს, ,,ქართული ოცნებიდან''!

 

როგორც ჩანს, იცოდა რა ,,ქართული მარშის'' მიერ წინასწარ დაანონსებული საპროტესტო აქციის დრო, გვარამიამ წინასწარ მოახდინა ბასიშვილის ბანდის მობილიზება ტელევიზიის შენობაში!

 

პოლიციამ კი, რატომღაც, მხოლოდ ,,ქართული მარშის'' წევრები დააკავა - თანაც, ინციდენტიდან 1 საათის შემდეგ, როდესაც რ2-ის წინ ქართული მარში მშვიდობიან საპროტესტო აქციას მართავდა და გვარამიას ნაცსექტისგან ქრისტეს შეურაცხყოფისთვის ბოდიშის მოხდას მოითხოვდა!

 

ასე რომ, შსს-მ დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს რ2-ელი ზონდერების ძალადობა ქართული მარშის წევრებზე და არა - პირიქით!

 

არ მინდა დავიჯერო, რომ შსს-ში გვარამია ისევ პროკურორი ჰგონიათ!

 

ეს ქვეყანა ჩალით ნამდვილად არ არის დახურული!

 

ხალხს და სიმართლეს კი ვერავინ ვერასდროს ვერ შეაჩერებს!

 

გაიზიარეთ და გააზიარეთ!" - წერს გიგაური. 


 

 

 

 

big_banner
არქივი