logo_geo
ქეთევან ქარდავა: მარტო იყავი - შენი გადარჩენა ვერ შევძელით!
- +

22 მარტი. 2018. 03:30



ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს.


„ბოდიში არჩილ. ყველაზე მძიმე წუთებში ოკუპანტის პირისპირ მარტო იყავი. ჩვენ შენი დახმარება, გადარჩენა და სიცოცხლის შენარჩუნება ვერ შევძელით. ოკუპანტის, ტერორისტული სახელმწიფოს სასტიკი და დაუნდობელი სახე კიდევ ერთხელ დაგვანახე. ტატუნაშვილი ჩვენი ნაწილია. ნაწამები გმირი. ქედს ვიხრით შენს წინაშე. სამუდამო ხსოვნა არჩილ ტატუნაშვილს. საქართველოს სახელმწიფო დროშა აუცილებლად იფრიალებს ცხინვალსა და სოხუმში. დეოკუპაცია არჩილ ტატუნაშვილის სახელით - ეს გარდაუვალია", - წერს ქარდავა.


 

big_banner
არქივი