logo_geo
ნინო კობახიძე: თურქეთში კლინიკა „მედიკალ პარკი“ მიიღებს ანასტასიას
- +

25 დეკემბერი. 2016. 00:43



საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კობახიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს სადაც ამბობს, რომ 2 წლის ანასტასია ზაალიშვილის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით თურქეთის კლინიკასთან, „მედიკალ პარკთან" მოლაპარაკება შედგა და ბავშვის გადაყვანა საჰაერო რეანომობილით მოხდება.


„04:00 საათზე რეანომობილი თბილისში იქნება. ყველა უწყებიდან ნებართვა მიღებული აქვს. თურქეთში კლინიკა  „მედიკალ პარკი" მიიღებს ანასტასიას. აეროპორტში დაახვედრებენ კატასტროფის ბრიგადას.

დიდი იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება.

მადლობა  „სოლიდარობის ფონდის" თანამშრომლებს  თავდაუზოგავი შრომისთვის.

სიკეთე გადამდებია", - წერს ნინო კობახიძე.


 

big_banner
არქივი