logo_geo
ჩიორა თაქთაქიშვილი: გიგა ბოკერიას ფლანგი ყრილობის საბოტაჟს გეგმავს...
- +

25 დეკემბერი. 2016. 13:50



„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„ანუ, გამოდის, რომ ბატონმა დავით ბაქრაძემ უბრალოდ იცრუა და საორგანიზაციო კომისიაში არის არა 6 წევრი, არამედ მაქსიმუმ 12. რეალობა კი ისაა, რომ გიგა ბოკერიას ფლანგი ყრილობის საბოტაჟს გეგმავს და ამიტომ არ ნიშნავს თავისი მხარიდან წევრებს პარიტეტულ კომისიაში, სადაც პოლიტსაბჭოს ყოველ 5 წევრს შეიძლია 1 წარმომადგენელი დანიშნოს. პოლიტსაბჭოში 60 წევრია. ეს კომისია არის დაბალანსებული, რადგან არცერთ მხარეს არ ტოვებს თამაშგარე მდგომარეობაში.

 

დავით ბაქრაძემ ასევე იცრუა, როცა თქვა, რომ კომისია შეუთავსებს პოლიტსაბჭოს ფუნქციებს. ცხადად წერია უკვე დამტკიცებულ წესებში, რომ პოლიტსაბჭოს ფუნქციებში არ შედის არც ყრილობის ტექნიკური მომზადება და არც დელეგატების რეგისტრაცია. ეს ფუნქცია ეკუთვნის ყრილობის საორგანიზაციო კომისიას.

 

იმ წესით თანახმად, რომელსაც მხარი ბაქრაძემ დაუჭირა, მაგრამ ჩავარდა, ყრილობის საორგანიზაციო უზრუნველყოფა ევალებოდა არა პოლიტსაბჭოს, არამედ პარტიის სამდივნოს, სადაც ყველა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ 6 ხმა 2-ის წინააღმდეგ თანაფარდობით, ბოკერიას ფლანგის სასარგებლოდ. ბატონი დავითისთვის ეს მოდელი იყო მისაღები, მაგრამ ის, რომ ეს ვარიანტი ჩავარდა, არ ნიშნავს, რომ დამტკიცებულ მოდელს საბოტაჟი გამოუცხადო და ხელი შეუშალო ყრილობის მზადებას!

 

ყრილობა არ გადაიდება და ჩატარდება 20 იანვარს!" - წერს ჩიორა თაქთაქიშვილი.




 

big_banner
არქივი