logo_geo
ნუგზარ წიკლაური: ბაქრაძის სატელევიზიო „გულწრფელობის“ პასუხად...
- +

25 დეკემბერი. 2016. 15:14



„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი ნუგზარ წიკლაური სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„ბაქრაძის სატელევიზიო „გულწრფელობის" პასუხად:

 

30 ნოემბრის პოლიტსაბჭოს სხდომამდე ერთი დღით ადრე დავით ბაქრაძეს შევთავაზეთ სხდომის ერთი კვირით გადადება, ახალი თავმჯდომარის საკითხის მოხსნა და კონსულტაციების გამართვა.

 

მან მაინც დანიშნა სხდომა და აშკარა კონფრონტაციისკენ წაიყვანა პარტია.

 

თვით პოლიტსაბჭოს სხდომაზე ასევე არ იქნა მხარდაჭერილი გიორგი ბარამიძის წინადადება ორდღიანი ტაიმ-აუტის აღების და მოლაპარაკების გამართვის თაობაზე.

 

ამავე დღეს, პოლიტსაბჭოს სხდომაზე, დავით ბაქრაძემ ხმა მისცა ახალი თავმჯდომარის არჩევას და მიშას პარტიიდან დისტანცირებას.

 

ეს ახალი თავმჯდომარე კი დამარცხებული ჯგუფის აზრით იყო თავად ბაქრაძე.

 

დღეს იგივე დავით ბაქრაძე ვეღარ ბედავს საკუთარი კანდიდატურის ყრილობაზე წარდგენას და ამ სახეცვლილების ერთადერთი მიზეზი ჩვენი პარტიის წევრების წინაშე შიშია.

 

ყრილობა ჩატარდება 20 იანვარს, 7000 დელეგატის თანდასწრებით და ვერდიქტსაც სწორედ პარტიის დელეგატები გამოიტანენ", - წერს ნუგზარ წიკლაური.




 

big_banner
არქივი