logo_geo
ელენე ხოშტარია: ბატონი მიხეილი პირადად ეძახის თანაპარტიელებს გარიგებულებს და ყოფილ თანაგუნდელებს
- +

25 დეკემბერი. 2016. 16:25




„ნაციონალური მოძრაობის" წევრი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც მან დავით ბაქრაძე ტყუილში დაადანაშაულა და სტატუსს აქვეყნებს:


„მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა დავით ბაქრაძის ინტერვიუს გაბუნიასთან, თითქოს დათომ მოიტყუა მოღალატეები არ მითქვამსო. პარტიის ნაწილი და თავად ბატონი მიხეილი პირადად ეძახის თანაპარტიელებს გარიგებულებს და ყოფილ თანაგუნდელებს.

 

ამ ფონზე საუბარი ურთიერთპატივისცემით ყრილობის ჩატარებაზე არის შეუძლებელი. (ურთიერთპატივისცმამ გამახსენა ბლანჟეიანები, პეროიანები, ახირებულები და მსგავსი ეპითეტები). კარგია, ბატონო მიხეილ, თუ აცნობიერებთ, რომ ასეთი მოწოდებები აზარალებს პარტიას და ყრილობის ატმოსფეროს და იმედი მაქვს, ახლა შეცვლით ამ დამოკიდებულებას და მოუწოდებთ პარტიის ერთ ნაწილს შეწყვიტოს ბინძური კამპანია.

 

ასევე ყრილობის ცივილიზებულად ჩატარებას ჭირდება წესების დაცვა, რომლებსაც არღვევს „კომიტეტი". ბატონი დავითის დადანაშაულებას, სჯობია, ყველა დაფიქრდეთ, რამხელა ზიანს აყენებს თქვენი კამპანია პარტიას და ქვეყანას და მართლაც დავბრუნდეთ ცივილიზებულ ჩარჩოებში", - წერს ელენე ხოშტარია.


როგორც დავით ბაქრაძემ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, მიხეილ სააკაშვილმა თანაპარტიელებს მოღალატეები უწოდა.



 

big_banner
არქივი