logo_geo
აგვისტოს ომის გაუხმაურებელი გმირობის ისტორია
- +

25 მარტი. 2018. 12:26



სოციალურ ქსელში 2008 წლის 8 აგვისტოს ომის შესახებ, ერთ-ერთი გაუხმაურებელი ფაქტი ვრცელდება, რომელსაც Facebook-მომხმარებელი აქვეყნებს:


„ერთ ფაქტს მოვყვები მოკლედ: აგვისტოს ომის დროს სოფელ ატოცში შემოვიდნენ ბარბაროსები და ტყვედ წაიყვანეს მკვიდრი 4 ბიჭი. მოგვიანებით ერთი (ვეფხია ზანაძე) გამოუშვეს პირობით, რომ უნდა მოეძებნა ერთ-ერთი ოსი პოლიციელის მამა, რომელზეც ფიქრობდნენ, რომ ქართულ მხარეს ჰყავდა დაპატიმრებული. თუ ვერ მოახერხებდა, დარჩენილ ბიჭებს მოკლავდნენ და სოფელსაც გადაწვავდნენ. არეულ სიტუაციაში ვერ მოახერხა ამ გმირმა ბიჭმა ინფორმაციის მოძიება და უკან წავიდა ტყვედ. დედამ იქამდე მიაცილა, სადამდეც შეძლო. დედა-შვილის თავდადებამ იმდენად იმოქმედა მტერზე ბიჭები გაათავისუფლეს და თავად გამოაცილეს, რათა სხვას არ ევნო", - წერს facebook-მომხმარებელი.



 

big_banner
არქივი