logo_geo
ნინო ახობაძე: ერთ არაბს, სახელად აბეის საშინლად შევუყვარდი!
- +

26 მარტი. 2018. 00:23


 

ნინო ახობაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„1987 წელს მოსკოვში ვიყავი და ერთ არაბს, სახელად აბეის საშინლად შევუყვარდი (წელი დავაკონკრეტე, რო არ იფიქროთ - ტიპობსო!). როგორც ოლღა ბებია იტყოდა - "სად მნახა იმ შეჩვენებულმაო"... სად მნახა და სასტუმრო „კოსმოსის" ჰოლში. მერე ნომერში აღმოსავლური ტკბილეულობა ამოგვიგზავნა და საღამოობით თავისი გრძელი თეთრი კაბით გვსტუმრობდა ხოლმე და ჩერეზ თარჯიმანი მიხსნიდა - "თუ გინდა, ცოლად მოგიყვანო, ეს სამი პირობა უნდა შეასრულო, იცოდე, აზიატი ვარო"!

1) ქალწული უნდა იყოვო - ვიყავი!

2) სიგარეტი არ დამანახოვო;

3) სარწმუნოება უნდა შეიცვალოვო (ვერ მივართვი!).

აი, ძაალიან მდიდარი იყო, ბიძა ყავდა ჩამოყვანილი ფიოდოროვის კლინიკაში თვალზე სამკურნალოდ. რო გაიგო, მომავალი ექიმი ვიყავი, სუ გაგიჟდა.

- მეო, მდინარე მაქვს ესპანეთში საკუთარიო, შენ სახელს დავარქმევო!

- მეც კი მაქვს-მეთქი! ასე ქვია-თქო - "ქუუს თბაა".

რა ლამაზი სახელი დაგირქმევიაო.

ეეჰ... კაი დრო იყო.

მერე თბილისში რო ჩამოვედით (სამი გოგო ვიყავით), მირეკავდა და მეუბნებოდა - "მანქანიდან ვრეკავო" და ტრიპაჩი მეგონა... მეთქი - როგორ თუ მანქანიდაან...

სულ ორი ცალი წერილი მივიღე, ისიც გახსნილი ეგდო საფოსტო ყუთში, რაღაცნაირ გერბიან ოქროსფერ ქაღალდზე ეწერა ინგლისურად... კაგებემ გადააბულბულა ალბათ... და მეტი აღარც არაფერი...

კინაღამ მამაჩემი პარტიიდან გარიცხეს.

არადა, არაფერი დამიშავებია.

ეხლა ამ ჩვენ „ენჯეოშნიკებს" მინდა ვკითხო:

- ის მდიდარი არაბი კაცი რო მავიწროვებდა, ეხლა რო გავბრაზდე, რამეს გამოვრჩებიი?

ეჰ, რა გოგო იყაავ, შაო ნინააა ...

წერე ეხლა „ფეისბუქში" და აკაკუნე!" - წერს კობახიძე. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი