logo_geo
„შეხვედრამდე, მარი!..“ - მამა პეტრეს ემოციური ლექსი მარი ბურდულს!
- +

26 მარტი. 2018. 00:58


 

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„შეხვედრამდე, მარი (მარი ბურდულს)

 

ყველაფერი შეხვედრიდან იწყება, მაგრამ არის გამონაკლისი, შეხვედრამდეც რომ არის დაწყებული და აჩქარებს შეხვედრის პროცესსაც...

 

არ გიცნობდი, არ მინახავხარ... შეიძლება სადმე ქუჩაში გადავაწყდით ერთმანეთს, ან სადმე ლიტერატურულ შეხევდრებზე, მაგრამ სხვა განსაკუთრებული შემთხვევა არ მახსენდება...

 

ახლა კი ძალიან საინტერესო, მეტიც საჭიროც გახდი...

 

მიკვირს, როგორ შეძელი ამხელა მიღწევა, რომ ჩამოშლილი ბადურით უფრო მეტი დაგენახა და შეგემჩნია, ვიდრე ორი ჯანსაღი თვალით...

 

ან ასე უცებ როგორ ამოწურე ეს სამყარო, რომ მთლიანად სხვაგან გადასახლდი...

 

განსაცდელის ჟამს ადამიანებს წმინდა მამათა ცხოვრების წაკითხვას ურჩევენ, რომ ადვილად დაძლიონ საკუთრი სირთულეები და უიმედობას თავი დააღწიონ...

 

მე შენი მაგალითიც მეყოფა, ჩემთვისაც და სხვებისთვისაც...

 

შენ დაკარგე თვალი, მაგრამ მოიპოვე თვალთახედვა...

 

შენ ახლა უფრო მეტი იცი, ვიდრე ჩვენ, ყველამ ერთად...

 

შენი ერთი წერილიდან, მთელი შენი პიროვნება წავიკითხე და არ მაქვს იმის განცდა, რომ არ ხარ. უბრალოდ, ტკივილს დაემალე და ვგრძნობ, საიმედო ხელში აღმოჩნდი...

 

არის ურთიერთობები, რიმელიც შეხვედრადე იწყება და მაინც,

 

შეხვედრამდე, მარი!.." - წერს მამა პეტრე კოლხი.


 

big_banner
არქივი