logo_geo
ნინო სურგულაძე: მშვიდობით, ჩემო ძმაო, ვწუხვარ და მტკივა!
- +

26 მარტი. 2018. 15:57



ქართველი მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„მთელი დღე ვფიქრობდი, რა შემეძლო მეთქვა, დამეწერა, მაგრამ სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი.

 

ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ჩემი მკვიდრი ძმა მოკლეს... თითქოს ძალიან ახლობელი დავკარგე, რომელიც ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე იდგა და მხოლოდ ამისთვის აწამეს... შემზარავი ფაქტის შემდეგ მამა, რომელმაც ბოლო გზაზე გააცილა გმირი შვილი მედგრად იდგა! აი, ეს არის ჩვენი ქვეყნის სიძლიერე და ასეთ ადამიანებზე დგას საქართველოს ბედი და დღეს კიდევ ერთხელ დავასკვენი, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გადარჩება და საბოლოოდ გათავისუფლდება ამ მარწუხებისგან, იმ ვერაგ რეჟიმს კი, დიდი იმედი მაქვს, ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით პასუხს ვაგებინებთ!

 

მშვიდობით, ჩემო ძმაო, სასუფეველი დაგიმკვიდროს უფალმა... და ჩვენ კი შეგვძლებოდეს, ერთიანობით შენი სურვილი აგვესრულებინოს!

 

ვწუხვარ და მტკივა!" - წერს სურგულაძე. 


 

 

 

 

big_banner
არქივი