logo_geo
გიორგი უძილაური: არ შეიძლება ადამიანის ასე ალყაში მოქცევა და მისი ცდუნება...
- +

26 დეკემბერი. 2016. 00:20


 


ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„დააკვირდით, ტოტალიზატორები, სათამაშო აპარატები და კაზინოები ძირითადად ავტოსადგურებთან, რკინიგზის სადგურთქნ და ბაზრებთანაა განლაგებული. ჩამოდის ადამიანი დედაქალაქში, ყიდის პროდუქტს და სახლამდე ვერ მიაქვს.

 

რასაკვირველია, ადამიანი თავისუფალია გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ არ შეიძლება ადამიანის ასე ალყაში მოქცევა და მისი ცდუნება.

 

ნახევარი საუკუნეა, ქართველების უმრავლესობა წარმატებად მიიჩნევს მხოლოდ ისეთ საქმეს, რომელიც უცბად, შრომის გარეშე ამდიდრებს. იმიტომ, რომ შრომის და ბიზნესის კულტურა ნულის ტოლია, იმიტომ რომ ტვინის განძრევა გვეზარება... მოკლედ, წვრილმა და მსხვილმა შულერებმა კარგად იციან გაბეჩავებული ხალხის ფსიქოლოგია და იყენებენ ამას, თავს კი იმით იმართლებენ, რომ გადასახადებს იხდიან. და რამდენი ადამიანის გაღატაკების ხარჯზე ხდება ეს? რამდენმა დაკარგა სამიდამოდ წვრილი მეურნეობის ან ბიზნესის წამოწყების შანსი, რამდენი იქცა ბანკების მონად? მოკლედ, ამ შულერების ასალაგმად მოქმედებაა საჭირო, თუნდაც მინიმალური. დასაწყისისთვის საჭიროა იმ ისტორიების შეგროვება, რომლებიც თვალს აუხელენ მიამიტ და უცებ გამდიდრებაზე მეოცნებეებს, დაანახვებენ მათ ამგვარი ოცნებების ცუდი დასასრულების პრეცენდენტებს",- წერს უძილაური. 


 

big_banner
არქივი