logo_geo
ჩიორა თაქთაქიშვილი: ბატონო დავით, ნუთუ არ გრცხვენიათ?!
- +

26 დეკემბერი. 2016. 00:20


 

 

„ვისგან გაიგეთ, რომ არჩევნების გზა ვინმესვთის პარტიაში მიუღებელია? ვისგან გაიგეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" უშეცდომო იყო?", -ამ სიტყვებით  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ჩიორა თაქთაქიშვილი, პარტიის ლიდერის დავით ბაქრაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.


განცხადებას თაქთაქიშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს:


„ბატონო დავით, ნუთუ არ გრცხვენიათ?!

 

ვისგან გაიგეთ, რომ არჩევნების გზა ვინმესვთის პარტიაში მიუღებელია? ვისგან გაიგეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" უშეცდომო იყო? ვისგან გაიგეთ, რომ „ნაციონალურ მოძრობაში" ვინმეს ქვეყანაში არეულობა სურს?

 

ვისაც არ ესმის, რომ ხალხის ნებას სჭირდება დაცვა როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების დღეს, ვერასოდეს მოუგებს ივანიშვილს არჩევნებს. ასეთი ლიდერების პარტია განწირულია...", -წერს ჩიორა თაქთაქიშვილი.


 

big_banner
არქივი