logo_geo
ნიკა გვარამია: ბიძინას პაროდისტს, ბიძინას ხმით პატრიარქის გინება უნდა ჩავაწერინო და ჭორის სახით ჩავუშვა ხალხში!
- +

26 მარტი. 2018. 23:17



„რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:


„ქართული ოცნების" და მისი მხარდამჭერი ტელევიზიების და უყვითლესი გაზეთების 2012 წლის მოქმედების მოდელს რომ გავყვეთ, მე ოცნების გასაფარჩაკებლად მაგალითად ეგეთი რამე უნდა გავაკეთო: ბიძინას პაროდისტს კომედი შოუდან ბიძინას ხმით უნდა ჩავაწერინო მაგალითად პატრიარქის გინება და ჭორის სახით ჩავუშვა ხალხში. ერთ კვირაში ეს აუდიო ყველა ტელეფონში იქნება და აუცილებლად ყველა დაიჯერებს, რადგან ცნობილია, რომ ივანიშვილს პატრიარქი სძულს და ფაქტიც სახეზეა, დაანგრია ეკლესია და პატრიარქი სუს-თან შეკრული კორუმპირებული ხალხის ტყვეობაში მოაქცია. ამას გარდა, ხეების მთრეველი კაცისგან არაფერი აღარ გაუკვირდებათ.

 

ესაა სრულიად რუსული მეთოდი, მარტო ეგენი კადრულობენ ამ ფარჩაკობას და ძალიან წარმატებულადაც უგებენ საინფორმაციო ომს წესიერ ევროპელებს და სწორ ამერიკელებს. ასე მოიგო ოცნებამ არჩევნები. ეს იკადრა ყველამ, უკლებლივ, ვინც ამ კოალიციაში იყო. ყველამ იცოდა, რომ ციხის კადრები სრული ფაბრიკაცია და ტყუილი იყო, გარდა კარანტინის დაშლისა. და ყველამ იცოდა, რომ ხალხი მოტყუვდებოდა და შეცდომას დაუშვებდა.

 

მე ვერ მივცემ თავს ამის უფლებას ვერასდროს. ვერაფრით ვერ ვიკადრებ და ვერც რ2ს ვაკადრებ. ოღონდ, მართლა არ ვიცი, სწორია ეს თუ არა. ჩვენი პატიოსნება ქვეყნის დაღუპვის ფასი რომ ჯდება - ეს ძალიან მაწუხებს და ბევრს ვფიქრობ ამ დილემაზე. და ქვეყანა ნამდვილად იღუპება და თან რუსული მეთოდით მოსული 7 მილიარდიანი ბიძინას აკადემიური დებატებით ან სხვა წესიერი და მიღებული მეთოდებით დამარცხება წარმოუდგენელია. ვინც ამის თეორიულ შესაძლებლობას მაინც ამტკიცებს, ან თავს იტყუებს, ან ჩვენ გვატყუებს, ან ბიძინას დანიშნულია ამის სალაპარაკოდ. ამერიკელებმა ვერ შეძლეს ეს და ჯერჯერობით პირწმინდად აგებენ წესების გარეშე მოთამაშე კაგებესთან. ჩვენ როგორ უნდა შევძლოთ? ვერანაირად. და ამასობაში ქვეყანა იღუპება სანდრა რულოვსის ორგანოებით ვაჭრობით შოკირებული ხალხის საარაკო სისულელით გაკეთებული არჩევანის გამო. სინდისი თუ ქვეყანა? ძალიან მძიმე დილემაა, სინამდვილეში, მაგრამ ვერაფრით ვერ ვიზამ, აი ვერანაირად. ეს კი ნიშნავს, რომ ჩემი თავი უფრო მიყვარს, ვიდრე ჩემი ქვეყნა, შვილები, მეგობრები და ყველაფერი, რაც ძვირფასია ჩემთვის. არ ვყოფილვარ კარგი კაცი (მართლა ასე ვფიქრობ), მაგრამ მაინც ვერ ვიზამ" - წერს გვარამია.

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი