logo_geo
ვასილ მაღლაფერიძე: ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მოსამართლემ უსამართლო განაჩენი გამოიტანა!
- +

27 მარტი. 2018. 02:30



საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„როდესაც თავად განაჩენის გამომტანი მოსამართლეც კი არ ეთანხმება კანონს და აცხადებს, რომ რვა წელი იმიტომ მივუსაჯე, სხვა გზა არ მქონდაო, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მოსამართლემ (რა მნიშვნელობა აქვს რა მიზეზით!!!) უსამართლო განაჩენი გამოიტანა, რაც კატასტროფაა.

 

ვინაიდან ყველანი, მოსამართლის ჩათვლით, ვთანხმდებით, რომ კანონის არსებული ნორმა უვარგისია და განაჩენი უსამართლო, ისევ სასამართლომ და პარლამენტმა უნდა იზრუნონ, რათა რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეთ ამ ტრაგიკული აბსურდიდან, რომელიც უსამართლო განაჩენებს წარმოშობს", - წერს მაღლაფერიძე.


 


 

big_banner
არქივი