logo_geo
ცოტნე გამსახურდია: ვიცი, ახლა აკაკანდება ინტელექტნაკლული ბიდლო...
- +

28 მარტი. 2018. 00:56



ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

 

„ვიცი, ახლა აკაკანდება ინტელექტნაკლული ბიდლო, მაგრამ სიმართლე თვალის სინათლეა: 

 

* ქვეყანაში, საიდანაც მილიონი ქალია წასული მონა-მოსამსახურის, უმძიმეს სამუშაოზე და მათ ნაოფლარს მათი მამაკაცები კაზინოში აგებენ, ქალების შევიწროება უკვირთ? ჩემი მოგონილი არაა, ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით ყველაზე დიდი და დინამიურად მზარდი ეკონომიკის სექტორი საქართველოში სათამაშო ბიზნესია. ისიც იცით ალბათ, რომ ეს ქვეყანა ბიძინეს ფულით კიარა, ემიგრანტების გზავნილებით არსებობს.

 

* ქვეყანაში, სადაც პოლიტიკოსების თუ ბიზნესმენების, გადაწყვეტილების მიმღებთა ათი პროცენტიც არაა ქალი, ქალების შევიწროება უკვირთ?

 

* ქვეყანაში, სადაც ყოველ ნაბიჯზე კლავენ ან ძალადობენ ახალგაზრდა ქალებზე, ყოფილ თუ ამჟამინდელ ცოლებზე, საყვარლებსა თუ შეყვარებულებზე, სრულიად ავადმყოფური, საგნის მესაკუთრის ინსტინქტით უყურებენ მათ, ქალების შევიწროება უკვირთ?

 

უკვირთ, არ უნდათ, არ აწყობთ დაჯერება. რადგან თუ შენს ოჯახის წევრ ქალს ავიწროებს ვიღაც პაპუნაუგრეხელიძის მსგავსი ნაძირალა და შენ იძულებული ხარ ეს მოითმინო, რადგან სიგარეტის ფულის შოვნის თავიც არა გაქვს ან არ შეგიძლია მიხვიდე და მიწაზე ახოხიალო, მაშინ ისიც უნდა აღიარო, რომ კაცი არა ხარ. ისევე როგორც მაშინ, როდესაც ცოლს, საყვარელს, დედას უშვებ ცხრა მთას იქეთ იმიტომ, რომ დივანზე წამოწოლილი "ვესტერნ იუნიონის" კოდს ელოდო...

 

სხვა მიზეზებსაც ჩამოვთვლიდი, მაგრამ ესეც საკმარისია. "ვაიმელატოარმჩაგლავენ" და "ჯალიანჭარმატებული" კეკელკები ნუ გამომეხმაურებით, თქვენი ჰაზრები არ მაინტერესებს. საკუთარ ბრიყვ ტრახალშჩიკებს მოუყევით."

 

 

 


 

big_banner
არქივი