logo_geo
ოთარ ჩრდილელი: მიპასუხეთ, როგორ მოგწონთ, რომ თურმე „მანდილოსანი“ და „ქალბატონი“ შეურაცხყოფა ყოფილა?!
- +

28 მარტი. 2018. 16:06



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„უსაყვარლესო მეგობრებო!

 

ქართველებს გვიყვარს ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნა. მთლად ისე ნუ ვიზამთ, რომ ქართველი კაცი არ გაეარშიყოს, არ მიაშტერდეს, არ წაეფლირტოს ქართველ ქალს... რადგან შესაძლოა, შემდეგ ქალმა ეს ცუდად გამოიყენოს...

 

ჩვენ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, შესაძლოა, ისეთი ფორმაციის საქართველო ვიხილოთ, როდესაც ქართველმა კაცმა უცხოელი მოიყვანოს ცოლად, ხოლო ქართველი ქალი ცოლად გაჰყვეს ჩვენი ქვეყნის სტუმრებს. ცოტა სხვა კუთხიდანაც შევხედოთ, ჩვენ არა ვართ საფრანგეთი და არ გვყავს დომინიკ სტროს-კანი, რომელსაც სხვათა შორის არ დაუმტკიცდა ის თემა და არც ჰოლივუდია, რომ ჰარვი ვაინშტაინმა იძალადოს წლების მანძილზე...

 

მე ჩემი მითქვია. კარგად აწონ-დაწონეთ: ერთ (არა) მშვენიერ დღეს სხვა ფორმაციის საქართველოში არ გავიღვიძოთ...

 

P.S. არ გვინდა იმის თქმა, რომ მე ვინმეს ვახალისებ ძალადობისკენ. თქვენი ინსინუაციები შეინახეთ ნაфტალინიან სკივრში და ვიმსჯელოთ რეალურად!

 

P.P.S. ერთი იმაზეც მიპასუხეთ, მეგობრებო, როგორ მოგწონთ, რომ თურმე: „მანდილოსანი" და „ქალბატონი" შეურაცხყოფა ყოფილა და მის მაგივრად მიმართვით ფორმაში „ქალი" დამკვიდრდა..." - წერს ჩრდილელი.


 

big_banner
არქივი